|
::
| 01.09.10 - |
რითეილ მენეჯმენტის კომპანია "ედრესის" ინტეგრირებულ მარკეტინგულ კამპანიას ჯეპრა გაუძღვება. კამპანიაში გამოყენებული იქნება პიარის, მარკეტინგისა და სოციალური მედიის კომპონენეტები და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 123 დღიანი კამპანიის კონცეფციაა "სიახლე – ყოველდღე" და მოიცავს "ედრესის" შვიდივე ბრენდს – ტომ ტეილორი, სელიო, ეტამი, 1 2 3, დუ პამი, გარი ვებერი და იუპი.
|
| 31.08.10 - |
30 აგვისტოს ჯეპრასა და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სააგენტოს შემაჯამებელ შეხვედრებს მედიასა და არასამთავრობო სექტორთან ჯეპრა უზრუნველყოფს.
|
| 27.08.10 - |
ჯეპრამ სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" ბრენდინგი დაასრულა. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ბრენდის საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა, კორპორატიული სტილი და სლოგანი. "არდი ჯგუფი" საკომუნიკაციო კამპანიას სექტემბრის დასაწყისისთვის გეგმავს.
|
| 15.08.10 - |
14–15 აგვისტოს ბათუმში საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ქვიშის რაგბის ღია ფესტივალი – "ბათუმი 2010" გაიმართა. ტურნირი უკვე მესამედ ჩატარდა და ტრადიცულად მას "კასრის ნატახტარი" სპონსორობდა.
|
| 25.07.10 - |
25 ივლისიდან 1 აგვისტომდე ბაკურიანში ახალგაზრდა მეცნიერთა ფონდის ორგანიზატორობით "ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო ბანაკი" ჩატარდება. ბანაკის სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია "ნატახტარია". ბანაკის მუშაობაში რამდენიმე ქვეყნის ოცდაათი ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.
|
|