ჯეპრამ ხელი მოაწერა ქართული ბიზნესის ქცევის კოდექსს
06 ოქტომბერი 2004
6 ოქტომბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ქართული ქცევის კოდექსის ხელმოწერის ცერემონიალი. საქართველოში პირველად ბიზნ...
ჯეპრამ ხელი მოაწერა ქართული ბიზნესის ქცევის კოდექსს

06 ოქტომბერი 2004
Copy to clipboard

 

6 ოქტომბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა "ქართული ქცევის კოდექსის" ხელმოწერის ცერემონიალი. საქართველოში პირველად ბიზნეს კომპანიებმა და ბიზნეს ასოციაციებმა ხელი მოაწერეს ბიზნესის ქცევის კოდექსს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, საქართველოში ამერიკის ელჩი, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქართული ბიზნესის ქცევის კოდექსი შემუშავებული იქნა ბიზნეს ეთიკის სამუშაო ჯგუფის მიერ. ქართული ბიზნესის ქცევის კოდექსი მიზნად ისახავს საქართველოში ისეთი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ბიზნესის ეთიკური ქცევა და გონივრული მმართველობა დაფასდება, წახალისდება და გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველი გახდება. ქართული ბიზნესის ქცევის კოდექსს 52 ორგანიზაცია შეუერთდა.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
26 სექტემბერი 2004
26 სექტემბერს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს და 5 ვერცხლის პრინციპს. ე...
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

26 სექტემბერი 2004
Copy to clipboard

 

26 სექტემბერს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს და "5 ვერცხლის პრინციპს". ეთიკის კოდექსი მიზნად ისახავს საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გამოცხადებას, ორგანიზაციის მმართველობის ნორმების დახვეწას, ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობას. თითოეული ორგანიზაცია, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას შეასრულოს ეთიკის კოდექსში არსებული ნორმები და "5 ვერცხლის პრინციპი". საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" უზრუნველყო ხელმოწერის ცერემონიალის ორგანიზაციული და მედია მხარდაჭერა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის გახსნა ხაშურში
19 სექტემბერი 2004
2004 წლის 19 სექტემბერს ხაშურში, პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ინიციატივით ყოფილი სასტუმრო ივერიის შენობაში გაიხსნა სკოლ...
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის გახსნა ხაშურში

19 სექტემბერი 2004
Copy to clipboard

 

2004 წლის 19 სექტემბერს ხაშურში, პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ინიციატივით ყოფილი სასტუმრო ივერიის შენობაში გაიხსნა სკოლა-პანსიონი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო ტექნიკით, კომპიუტერებით, სასკოლო ინვენტარით, გათბობით, სპორტული დარბაზით და სასადილოთი. სწავლა სკოლაში გაძლიერებული ინგლისურის სისტემით წარიმართება. სკოლა–პანსიონს მიენიჭა XIX საუკუნის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახელი. ღონისძიების საორგანიზაციო მხარდაჭერა უზრუნველყო საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" მედია–ცენტრმა. http://www.evraltd.com
მაგთიკომმა ახალი სერვისების პრეზენტაცია მოაწყო
01 სექტემბერი 2004
2004 წლის 1 სექტემბერს მაგთიკომმა მოაწყო ახალი სერვისების პრეზენტაცია. პირველად ევროპაში მაგთიკომის მომხმარებლისათვი...
მაგთიკომმა ახალი სერვისების პრეზენტაცია მოაწყო

01 სექტემბერი 2004
Copy to clipboard

 

2004 წლის 1 სექტემბერს "მაგთიკომმა" მოაწყო ახალი სერვისების პრეზენტაცია. პირველად ევროპაში "მაგთიკომის" მომხმარებლისათვის წინა კომერციულ საცდელ სტადიაზე გაუშვეს Push-to-Talk (ფუშ-თუ თოქ) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სერვისი-ქორო. ფუშ-თუ-თოქ სერვისი წარმოადგინა მოტოროლას გენერალურმა მენეჯერმა ევროპისა და აზიის რეგიონში რონ ბარლიმ. პირველად საქართველოში "მაგთიკომმა" წარადგინა MMS (მულტიმედიურ შეტყობინებათა) მომსახურება, რომელიც საშუალებას იძლევა მობილურ ტელეფონზე გადაიგზავნოს და მიღებულ იქნას ფოტოსურათები და ფერადი ნახატები, შეიქმნას შეტყობინება ვიდეო ან გრაფიკული გამოსახულებისაგან, დაერთოს მუსიკალური ფონი. პრეზენტაციის საორგანიზაციო და მედია მხარდაჭერა უზრუნველყო საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ". http://www.magticom.ge
პროექტ ''ქართული სახლი-მუცოს'' ფარგლებში მოეწყო ექსპედიცია
24 აგვისტო 2004
საკონსულტაციო ჯგუფმაჯეპრამ უზრუნველყო პროექტ ქართული სახლი - მუცოს ექსპედიციის მედია-ტურის საინფორმაციო და საორგანიზ...
პროექტ ''ქართული სახლი-მუცოს'' ფარგლებში მოეწყო ექსპედიცია

24 აგვისტო 2004
Copy to clipboard

 

საკონსულტაციო ჯგუფმა"ჯეპრამ" უზრუნველყო პროექტ "ქართული სახლი - მუცოს" ექსპედიციის მედია-ტურის საინფორმაციო და საორგანიზაციო მხარდაჭერა. ექსპედიცია მუცოში მოეწყო 2004 წლის 4 აგვისტოდან 24 აგვისტომდე. ექსპედიცია მიზნად ისახავდა მუცოს კომპლექსის სარესტავრაციოდ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. ექსპედიციის მსვლელობისას მოეწყო მედია-ტური 7 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, რომელიც მიზნად ისახავდა: პროექტის პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის პროექტის ეგიდით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და პოტენციური სპონსორების მოზიდვას. http://www.georgianhouse.ge
გაიმართა პროექტ ''ქართული სახლის'' საანგარიშო პრეზენტაცია
30 ივნისი 2004
30 ივნისს, გაიმართა პროექტ ქართული სახლის საანგარიშო პრეზენტაცია, სადაც მოხდა ქართული სახლის ახალი მიმართულების -კომ...
გაიმართა პროექტ ''ქართული სახლის'' საანგარიშო პრეზენტაცია

30 ივნისი 2004
Copy to clipboard

 

30 ივნისს, გაიმართა პროექტ "ქართული სახლის" საანგარიშო პრეზენტაცია, სადაც მოხდა "ქართული სახლის" ახალი მიმართულების -კომპანია "არსისა "და TBC-ბანკის ერთობლივი პროექტის ქართული სახლი-მუცოს ანონსირება. პროექტი მიზნად ისახავს პირიქითა ხევსურეთის სოფელ მუცოში არსებული უნიკალური ციხე კომპლექსის აღდგენა-რესტავრაციას. საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" შეიმუშავა ღონისძიების კონცეფცია და უზრუნველყო მას მედიაში გაშუქება. http://www.georgianhouse.ge
მაგთიკომის თანამშრომლებისათვის ჯეპრამ პიარ ტრენინგები ჩაატარა
21 ივნისი 2004
21 ივნისიდან 3 ივლისამდე საკონსულტციო ჯგუფმა ჯეპრამ მაგთიკომის მაღალი რგოლის მარკეტინგისა და PR განყოფილების თანამშრომლე...
მაგთიკომის თანამშრომლებისათვის ჯეპრამ პიარ ტრენინგები ჩაატარა

21 ივნისი 2004
Copy to clipboard

 

21 ივნისიდან 3 ივლისამდე საკონსულტციო ჯგუფმა ჯეპრამ მაგთიკომის მაღალი რგოლის მარკეტინგისა და PR განყოფილების თანამშრომლებს ჩაუტარა ტრეინინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში.