ჰიუსტონ, პრობლემა არ გვაქვს!
ჯეპრა გაცდა დედამიწის საზღვრებს – ჩვენ უკვე საკუთარი ადგილი გვაქვს მთვარეზე!
მთვარეზე ჯეპრას მეზობლად პიარსკოლაც დარეგისტრირდა!
Warning: A non-numeric value encountered in /var/www/gepra.ge/public_html/annual_report/2014/wp-content/plugins/new-royalslider/classes/rsgenerator/NewRoyalSliderGenerator.php on line 339
ჯეპრელების ტრანსფორმაცია
ჯეპრას თანამშრომლებს, საჭიროების მიხედვით სხვადასხვა როლის მორგებაც შეგვიძლია! ფაქტი სახეზეა!
ჯეპრას გოგოები გაფრთიანდნენ
პროექტისთვის Wings For Life, ჯეპრას გოგოებმა ფრთები მოირგეს. ჩვენ ვირბინეთ მათთვის, ვისაც სირბილი არ შეუძლია! ფრთებიც სწორედ ამ ადამიანების დახმარების სურვილს გამოხატავდა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 მარტს, ჯეპრა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენს მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების უფლებების დაცვა წარმოადგენს. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
ცივი წყალი ქველმოქმედებისთვის!
კომპანია ჯეპრა არც ამჯერად ჩამორჩა მსოფლიოს და შეუერთდა Ice Bucket Challenge-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომელიც მიმართული იყო ამიოტროფული სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. ჩვენ ყველამ გადავისხით ცივი წყალი და გადავრიცხეთ თანხა საქველმოქმედო ფონდში!
ჯეპრა Breaking Bad Style
ჯეპრას თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანი ელემენტია. ამ ფორმულით ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ფრანგი სომელიე, ჟერარ ბასე საქართველოში!
ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის და ღვინო „თამადას“ მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე, ჟერარ ბასე ესტუმრა. ღონისძიების ორგანიზებასა და მედიაგაშუქებას ჯეპრა უზრუნველყოფდა. რომელ კერძს “თამადას” რომელი ღვინო უხდება, ჯეპრას თანამშრომლებმა უკვე კარგად იციან.
ტყის კვირეული საქართველოში წელს პირველად აღინიშნა!
ტყის მოვლა და ხის დარგვა სამაგალითო და მისაბაძ ქცევად იქცა! „თუ ფიქრობ ერთ წელზე – დათესე ხორბალი, თუ ფიქრობ ათ წელზე – დარგე ხე.” WWF-ის სიმბოლომ – პანდამ, ჯეპრელებთან ერთად, კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოგზაურა. ასევე, ესტუმრა სკოლებსა და სკვერებს, ჩაერთო გამწვანების აქციებში, გაეცნო და დაუმეგობრდა მოსახლეობას. სასწავლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩატარებულმა ეკო-გაკვეთილებმა და სხვადასხვა სახალისო ღონისძიებებმა ტყის დაცვის თემატიკა და გარემოზე ზრუნვა პოპულარული და პრიორიტეტული გახადა.
იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნა!
28 თებერვალი მსოფლიოში იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული და საქართველო ამ მოვლენას ბოლო რამდენიმე წელია უერთდება.
HUAWEI HONOR 6-ის პრეზენტაცია
ნატახტარმა თავის ერთგულ მომხმარებელს 10 000 ლარის მოგების შანსი მისცა!
ნატახტარმა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, მომხმარებელს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა, რომლის დროსაც ყოველ დღე, მინიმუმ 1000 ლარიან პრიზს ათამაშებდა. ჯეპრას მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამავე გათამაშების სტუდიაში გაიმართა, უამრავი ჟურნალისტი მივიდა.
„ფონდი ნატახტარის“ და „ჩვენი სახლი საქართველოს“ კონფერენცია
„სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“ – ასე ერქვა კონფერენციას, რომელიც „ფონდი ნატახტარის“ ეგიდითა და ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოსთან“ თანამშრომლობით ჯეპრამ მოაწყო. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.
ფონდი ნატახტარის სამუშაო შეხვედრა მედიასთან
ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“ „ფონდი ნატახტარის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანს მზრუნველობამოკლებული ბავშვების კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების, მათი საზოგადოებაში ადაპტირების გზებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
მარნეული-რჩეული ბრენდია!
Golden Brand-ის ღონისძიებაზე „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ექსპერტების “რჩეული ბრენდი“ გახდა!
ჯეპრას ახალი ბინადრები ჰყავს!
მარნეულის სასურსათო ქარხნის კიტრისა და პომიდორის ჩითილები ჯეპრაში გაიზრდება!
“არტ-გენი 2014” – მარნეული და წყალი მარგებელი
“არტ-გენი 2014”-ზე მარნეულის სასურსათო ქარხნისა და წყალი მარგებელის პროდუქცია წარვადგინეთ!!
ნაბეღლავი წყურვილს კლავს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებაც გვწყურია!
კომპანია „წყალი მარგებელი“ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ისა და „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის“ პლატინის სპონსორი გახდა!
მარნეული და ნაბეღლავი საერთაშორისო გამოფენაზე
„მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქციამ, საერთაშორისო გამოფენაზე „Gulfood 2014-ში“ მიიღო მონაწილეობა.
მარნეულის საექსპორტო კატალოგი
პარტნიორობა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და ჯეპრას ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – „პარტნიორობა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის“, რომლის მიზანი გახლდათ ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კონფერენციაზე, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტებმა, სოსო გალუმაშვილმა და კახა მაღრაძემ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
პიარ დღეები – 2014
ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერს, ხატია ალფაიძეს 220 ზღაპარი აქვს დაწერილი, ხოლო ჯეპრასთვის დაწერილი სტატიები 84-ს ბევრად აღემატება, ჰოდა, გიორგი კალატოზიშვილის გამოსვლამ ისე აღაფრთოვანა, რომ კვლავ მიუძღვნა პოსტი სოსო გალუმაშვილის შთამბეჭდავ ფოტოს.
პიარი სცენაზე – სპექტაკლი „PRოცესში”
ლევან გიორგაძის სპექტაკლში „PRოცესი” 14 სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა.
UFC-ის რებრენდინგი
ჯეპრამ ბრენდინგის ცნობილი თეორეტიკოსის, კევინ კელერის პირამიდის სრული დაცვით UFC-ის რებრენდინგი განახორციელა. პირამიდები ხომ არ ძველდება?!
4S – ფორესი
ჯეპრას ახალი თანამშრომლები
ნებისმიერი ორგანიზაციის ნაყოფიერი მუშაობისათვის, პერიოდულად, ახალი სისხლის გადასხმაა საჭირო. ჯეპრა კი, ყოველთვის ღიაა საინტერესო, მრავალფეროვანი, ჭკვიანი და კრეატიული „დონორებისთვის“.
რწყილი და ჭიანჭველა
დიდი მეგობრობისთვის დიდი ნიჭია აუცილებელი. ნიჭი სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთობის! სწორედ ეს ნიჭი ჰქონდა რწყილს, რომელმაც ჭიანჭველას გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. და სწორედ ამ ნიჭიდან დაიბადა საკონკურსო პროექტის იდეა, რომელმაც ცნობილი პოეტები, მწერლები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, მხატვრები და ახალგაზრდა დიზაინერები გააერთიანა.
თიკო – ტევე სტარი
აგვისტო-სექტემბერში თიკომ ტელე ეთერი დაიპყრო!
ტრენინგები
ჯეპრას საერთაშორისო პარტნიორები
ჯეპრას უცნაური დღესასწაულები
განსაკუთრებული დღესასწაული სულაც არ არის საჭირო იმისათვის, დღე რომ სასწაულად იქცეს. ჩვენთვის განსხვავებული დღესასწაულების აღმოჩენაც საკმარისია – სტომატოლოგთა საერთაშორისო დღის, მაგალითად. ჰოდა, რატომაც არა?!
ჯეპრას ბლოგი – 4p.com.ge
4 P – ეს ჯეპრას პროდუქტია, სადაც კომპანიის კონსულტანტები (და)წერენ საინტერესო თემებზე!
4 P – ეს არის ადგილი, სადაც ჯეპრელები აზროვნებენ, ხატავენ და ქმნიან!
4 P – ეს ფასია, რომელიც ჯერ არ დადებულა არსად!
4 P – ეს პრომოუშენია, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს, მომსახურებას, ქცევას, აღქმას ყოველთვის სჭირდება!
ჩვენ ჯეპრელები, ვწერთ თავისუფლად, ვწერთ პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
თამარ მაჭავარიანი - საერთაშორისო პროექტები კოორდინატორი
მართვა – ხასიათის თავისებურება, ხელოვნება და მეცნიერება
მართვა, ეს არის მეცნიერება, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნდა გადააქციო ქაოტური, ინდივიდუალური და თვითმყოფადი ელემენტები ორგანიზებულ პროცესად და გამოიყენო ის შენი მიზნების განხორციელებისათვის. მიზანი ყოველთვის არ არის იდეალური, თუმცა მართვის ხელოვნება თავის თავში აუცილებლად მოიცავს იდეალურ გზებს მიზნის მიღწევისათვის. მართვა ხელოვნებაა, თეორიების პრაქტიკაში განხორციელებისათვის. მართვა, ეს არის ის, რაც ლიდერს აძლევს საშუალებას წარუძღვეს სხვებს და წაიყვანოს ისინი, მისთვის სასურველი მიმართულებით.საბოლოოდ, მართვა, ეს არის თანდაყოლილი უნარი, ხასიათის თავისებურებათა ნაკრები, რომელიც ან გაქვს ან არ გაქვს. ამ უნარის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ის შეიძლება მხოლოდ განავითარო. ხელოვნება და მეცნიერება ხომ სწორედ განვითარებაშია.
მმართველს გააჩნია უნიკალური უნარი: ის აჩენს და ავითარებს მოტივაციას, რომლის ძალითაც... დაწვრილებით
ნინო სუბელიანი - უფროსი კონსულტანტი
მართვა – ხასიათის თავისებურება, ხელოვნება და მეცნიერება
PR და მარკეტინგული კამპანიები: სწორად დასმული ამოცანა თუ ფუჭად გადაყრილი ფული!ხშირად, PR / საკომუნიკაციო თუ მარკეტინგული კამპანია, ამოცანის არასწორად დასმით ან საერთოდ დაუსმელად იგეგმება, რასაც რა თქმა უნდა არასასურველი შედეგები მოაქვს. კომპანიამ, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებისთვის, გაყიდვების გაზრდისა თუ იმიჯის დამკვიდრებისთვის იბრძვის, ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რას მიაღწევს ამა თუ იმ სარეკლამო რგოლით, რომელიმე აქციით ან კონკრეტული სტატიით; მხოლოდ ბიუჯეტის მასშტაბურობა ვერ განაპირობებს კამპანიის სასურველ შედეგებს, საკმაოდ ბევრი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება განახორციელო წარმატებული კამპანია ოპტიმალური, დაბალი დანახარჯებით უნიკალური იდეების ხარჯზე.
დაწვრილებით
ხატია ალფაიძე - ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი
გრანდის ფიქრები გაღვიძებამდე და გაღვიძების შემდეგ
-გამარჯობა, მე გრანდი მქვია და უკვე მეორედ დავიბადე. მტკივნეული ოპერაცია იყო. მართალია არაფერი მესმოდა, მაგრამ თითქოს სიზმარს ვხედავდი, რომ მე, აუცილებლად გავიღვიძებდი, აუცილებლად ავდგებოდი და ისევ გავივლიდი. მერე რა რომ ცხოველი ვარ? მე ვგრძნობდი როგორ მგულშემატკივრობდნენ ადამიანები და ეს, სტიმულს მაძლევდა.მე ვიცოდი, რომ ტიროდნენ ჩემს გამო, პატარები ტიროდნენ და როგორ შემეძლო არ გამეღვიძა?! თუნდაც მათ გამო?!
ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს, მაგრამ მთელი ზოოპარკი და ჩემი მზია, ისე მივლიან, რომ ძალიან მალე, ძალიან კარგად გავხდები. დაწვრილებით
თეონა ხმელევსკი - კონსულტანტი
HoHoHo… from TV Ads
იმის მიუხედავად რომ ახალი წლის მოახლოების განცდამ საქართველომდე ჯერ ვერ მოაღწია საერთაშორისო ბრენდებმა უკვე იზრუნეს ჩვენთვის შესაბამისი განწყობის შექმნაზე და სპეციალურად ახალი წლის პერიოდისთვის შექმნეს კრეატიული და ემოციური სარეკლამო რგოლები, რომლებიც გულგრის არავის დატოვებს.ბოლო პერიოდში კომპანიები ძირითად აქცენტს ემოციურ ვიდეო რგოლებზე აკეთებენ და იმ “პატარა სიკეთის” კეთებაზე, რომელიც ყველასათვის მოულოდნელია და გარშემომყოფების აღფრთოვანებას იწვევს.
ვინ დაამზადებს ყველაზე ემოციურ ვიდეო რგოლს? “შეჯიბრებაში” თავდაპირველად ჩაერთო John Lewis, მას მოჰყვა Sainsbury’s და Apple-ის სარეკლამო რგოლები, რომლებმაც გადაუხვიეს ტრადიციული საახალწლო ვიდეოების თემატიკას და მომხმარებელს შესთავაზეს კრეატიული, თბილი და ემოციური ნამუშევრები, რომლებიც ბრენდებისადმი პოზიტიურად განგაწყობთ და რაც მთავარია, აღწევს დასახულ მიზანს – თითოეულ ადამიანს სადღესასწაულო განწყობას უქმნის.დაწვრილებით
სოსო გალუმაშვილი - უფროსი კონსულტანტი
პიარი?.. ვჭრი რადიატორებს! .. OK!
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასე 15-16 წლის წინ, როდესაც აქტიურად დავიწყე ფიქრი საკუთარ საქმეზე და პიარ კომპანიის შექმნაზე, დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია იყო: საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობილი სისტემა მხოლოდ გამორჩეულ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ერთეულ სახელმწიფო სტრუქტურასა და კერძო კომპანიას ქონდა.პიარი ჯერ კიდევ განიხილებოდა, როგორც სალანძღავ, უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვად. იყვნენ ისეთებიც, ვინც პიარიც იცოდა და „პიარი“-ს შესაბამის კონტექსტში გამოყენებაც, მაგრამ ეს ბედნიერი გამონაკლისი იყო.
შეგიძლიათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატაროთ და პოლიტიკოსების ძველ ინტერვიუებს გადაავლოთ თვალი. ოღონდ არ შეშინდეთ, თუ მაშინდელ, სიძველისგან გაცრეცილ და გაყვითლებულ გაზეთებში ისევ იმ „პოლიტიკოსებს“ მოკრავთ თვალს, ვინც 20 წლის წინ და ახლაც გვმოძღვრავს მედიიდან.დაწვრილებით
კახა მაღრაძე - უფროსი კონსულტანტი
გიყვარდეს კლიენტი შენი!
ჩვენ საქმეში და ალბათ ბევრ სხვისაში კლიენტის (დამკვეთი, მომხმარებელი, დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, საკონტაქტო პირი და ა.შ.) კმაყოფილება გადამწყვეტია წარმატებისთვის. ამის აღიარება, ერთი შეხედვით, უადვილესი რამ არის, მაგრამ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან, უფრო სწორად, გამოცდილების არ ქონიდან გამომდინარე, ქართული მომსახურების სფეროში, ზოგადად, და საკონსულტაციო ბიზნესის, კერძოდ, დიდი პრობლემა სწორედ კლიენტთან მუშაობა და მის კმაყოფილებაზე რეალური „ზრუნვაა“.პრობლემა ორ რამეშია, ჩემი დაკვირვებით. ერთი ისაა, რომ კლიენტზე ჭკვიანი ჰგონია კონსულტანტების უმეტესობას თავი და ვერ იღებს მისგან კრიტიკასა და შესწორებას. ზურგს უკან შეიძლება დასცინოდეს კიდეც და შიგადაშიგ წუწუნებდეს, ამას(თ) ვერაფერი შევაგნებინეო. ამასთან, კლიენტი არის ის სუბიექტი, რომელიც სულ დავალებებს გაძლევს, გასაქმებს, დილას არ გაძინებს, დასვენების დროს სმს-ებს გწერს, დილას სამსახურში რომ მიხვალ მეილს გახვედრებს და თან სულ უკმაყოფილოა, სულ მეტი და მეტი უნდა. ერთი სიტყვით, გტანჯავს!დაწვრილებით
ეკატერინე ჯოჯუა - უფროსი კონსულტანტი
The Big Issue – გააოცე საკუთარი თავი!
წვიმიანი დღე იყო. ჩაფიქრებული ქუჩას მივიყვებოდი. შორიახლოს, ძველმანებში გამოწყობილი, კედელთან ატუზული გამხდარი, ასაკიანი მამაკაცი შევნიშნე. მიწაზე დალაგებულ ჟურნალებს, სახელწოდებით “The Big Issue”-ს ჰყიდდა.ვეცადე თვალი ამერიდებინა და გზა განვაგრძე. მოულოდნელად მამაკაცი მომიახლოვდა და მთხოვა ჟურნალი მეყიდა. მომერიდა უარი მეთქვა და მოწყალების ნიშნად 2 ფუნტი გავუწოდე, თუმცა ჟურნალის გამორთმევა არც მიფიქია. ის იყო გზა უნდა გამეგრძელებიან, რომ მოულოდნელად ხელი მაგრად ჩამჭიდა, თვალებში ჩამხედა და შეურაცხყოფილმა მკითხა – მათხოვარი გგონივარ?დაწვრილებით
გიგა ხარებავა - უფროსი კონსულტანტი
კარგი მენეჯერი
არჩევანის თავისუფლებაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ამაში ყველა დამოუკიდებელია, თუმცა არსებობს გადაწყვეტილების მიღების ასაკი და შემდეგ ცვლილებების პერიოდი.როცა უნივერსიტეტში შედიხარ და ირჩევ მიმართულებას, ეს ის ასაკია, რომ შესაძლოა კარგად ვერ აცნობიერებდე, თუ რატომ ირჩევ ამა თუ იმ პროფესიას. გადის დრო და შესაძლოა შენ სულ სხვა მიმართულებით წახვიდე. სხვა კარიერა შეიქმნა. სხვა საქმის პროფესიონალად იქცე. დაწვრილებით
ქეთევან გალუმაშვილი - კონსულტანტი
მშობლებო, დაფიქრდით!
არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დახვეწილი აღზრდაც კი შეიძლება ბავშვის პიროვნების დეფორმირებას იწვევდეს. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რამდენად დიდი ტრამვა შეიძლება მიაყენონ პატარას არასწორი მოპყრობითა და დამოკიდებულებით.აუცილებელია, ბავშვებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, ვასწავლოთ ცხოვრება და სიძნელეების დამოუკიდებლად მოგვარების გზები. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ვერ გარკვეულა თავის პრობლემებში, რთულია სამყაროსთან შეგუება და ადაპტირება. დაწვრილებით
მაია ტაკაშვილი - მედია კონსულტანტი
მაპატიე
თვეზე მეტი ვფიქრობდი რაზე დამეწერა მორიგი პოსტი, სიყვარულზე, მეგობრობაზე, კარიერაზე თუ… ამ ფიქრში და გაწამაწიაში ახალი წელიც მოახლოვდა… ახალი წელი იქით იყოს და.. „მარნეულის მურაბის დღეც“ გადავაგორეთ… ასე გადაღლილი და არაქათგამოცლილი ვწერ ახლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას და რაზე…არასოდეს მიყვარდა და მიყვარს გამონათქვამი: „ყველაფერი კარგად იქნება…“ მაინც ყველაფერი ისე არ არის, როგორც მინდა ხოლმე… ან ვერ მიგებენ, ან ვერ ვუგებ! ხშირ შემთხვევაში კი, ეს ყველაფერი ცუდად სრულდება ან საერთოდ არ სრულდება! დაწვრილებით
აკო ახალაია - უფროსი კონსულტანტი
ყველაზე მოკლე და გრძელი რეკლამები მსოფლიოში
რეკლამები მსოფლიოში .. ალბათ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ყველაზე მოკლე და გრძელი რეკლამები მსოფლიოში. რა აღმოვაჩინე?მსოფლიოში, ყველაზე მოკლე რეკლამა 3 წამიანია. ზღვის პროდუქტების ამერიკული რესტორანი “Ivar”_ის პოპულარიზაციისთვის ვიდეორგოლი 2009 წელს გადაიღეს. მოგებამ, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი შეადგინა. დაწვრილებით
თინათინ სამყურაშვილი - კონსულტანტი
ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!
მოვიმარაგე ბევრი შოკოლადი, ყავაც მზად არის, ვიწყებ! ტრადიციული დილა მაქვს და ალბათ ერთ ბლოგპოსტს შოკოლადსაც მივუძღვნი ერთხელაც, ახლა კი სელფპრომოუშენზე ვისაუბრებ, როგორც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის ხელოვნებაზე. თვითრეალიზაციას, ისევე როგორც ახალი პროდუქტის გაცნობას, სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი პიარაქტივობების განხორციელება სჭირდება. საკუთარ თავს თუ მარკეტინგულად შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანი 4P-ია, – პროდუქტი, რომელსაც სჭირდება თვითშეფასება კონკურენტულ გარემოში სასურველი ადგილის შერჩევისა და პრომოუშენი სხვებისთვის თავის გაცნობისა და პოზიციების გამყარების მიზნით.სელფპრომოუშენის ყველაზე ხშირი გამოვლინება სოციალურ ქსელში აქტიურობაა – ფოტომანია, თუ სტატუსომანია. რატომ ხდება რომ ზოგის ფოტო/სტატუსი გამაღიზიანებელია, ზოგს კი დადებითად ვაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთნაირად აქტიურობს. პოსტების გამოქვეყნების ტექნოლოგია ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც რეკლამა და პიარი. ამიტომ საკუთარ თავს დავაბრალოთ, თუ ნარცისი გვიწოდეს. დაწვრილებით
ზურაბ ბალანჩივაძე - სოციალური მედია მენეჯერი
სოციალური მედიის კლასგარეშე საკითხავი
2008 წელს, როცა „ოდნოკლასნიკები“ ქართველი (და არა მხოლოდ) მოსახლეობის ერთ-ერთი უდიდესი თავშესაქცევი იყო, გავხსენი ჩემი პირველი ბლოგი. მაშინ ფეისბუკს ფესვები მსოფლიო მასშტაბით არ გაედგა. მეც ვწერდი პოსტებს იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ ჩემ გარეშეც იპოვიდა. მერე „ბედად“ მოხდა აგვისტოს ომი და თითქმის მთელი საქართველო ფეისბუკზე გადაბარგდა. ასე დაიწყო ბლოგების აღზევება.ბლოგერები ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ, თავიანთი სათქმელი წერილობის სხვადასხვა ფორმით (ანალიტიკური, მხატვრული, ემოციური, პირადული, აბსურდული) გააზიარონ ინტერნეტდღიურში, რომელსაც ბლოგი ეწოდება. მათი ნაწილი ანონიმურობას ემხრობა, მეორე ნაწილი – საჯაროობას. ეს გამოწვეულია ბლოგის თემატიკიდან: თუკი იცი, რომ შენი სიტყვებისთვის მინიმუმ დედას გაგინებენ და ამის გეშინია, მაშინ სჯობს, არავინ გიცნოს, თუ არა და გმირულად აიტან შენს ჭმუნვას და ონლაინ გააპიარებ. დაწვრილებით
ლაზარე გვიმრაძე - ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი
ხატვა, როგორც ციფრული ჰობი
ჩემთვის უაზრობების ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. ზუსტად ის ტიპი ვიყავი, რვეულების კიდეებზე რობოტებს რომ ჯღაბნის და მათემატიკის დავალებას სუპერმენის უზარმაზარი ილუსტრაციით აგვირგვინებს, რომელიც მასწავლებლებს სულ არ ახარებთ. ცალკე ხატვის გაკვეთილებზე საერთოდ ჭკუას ვკარგავდი, გუაშებში ამოსვრილი სახელოებით მუყაოზე ისეთ ეპიკურ დინოზავრების შეტაკებებს ვაწყობდი, რომ მტრისას. დაწვრილებითთეკლა ყიფიანი - დიზაინერი
გაწვდილი ხელი – რეალური გაჭირვება, თუ სამსახური?
ყოველ დღე, სკოლიდან მოყოლებული, სამხატვრო აკადემიის, სამსახურის გზები, სახლთან სიახლოვის გამო, თითქმის ერთი მაქვს, ამიტომაც, ერთ გზებს ვტკეპნი. როცა ჯერ კიდევ პატარას, დედა მატარებდა სკოლაში, მაჩვევდა და მიხსნიდა, თუ რატომ უნდა დავხმარებოდი გაჭირვებულს. ცოტა რომ წამოვიზარდე, იგივე გზაზე მიმავალი, სიამოვნებით ვუგდებდი ხურდას გამოწვდილ ხელს, მაგრამ დრო გავიდა და გაჭირვებულები, რომლებიც ბავშვები იყვნენ, ან რომლებიც გიტარაზე უკრავდნენ, ან რომლებიც უბრალოდ იდგნენ, ისინიც ჩემთან ერთად გაიზარდნენ და დაბერდნენ კიდეც. ახლა 24 წლის ასაკში, ვერიდან თავისუფლების მოედნამდე, რაც უნდა სასაცილო იყოს, უხეშად რომ ვთქვათ, ხელგამოწვდილ ადამიანებს, უკვე შერჩევის პრინციპით ვეხმარები. „ნაცნობ“ მათხოვრებს, უბრალოდ აღარ, თუ მოხუცები არ არიან.როგორ ავარჩიოთ გაჭირვებული?
თუ დილით ვინმეს დახმარების სურვილით გაიღვიძეთ, ჩემი აზრით, ხელგამოწვდილ მოხუცს, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია, იმ მედიკამენტითაც კი არ უზრუნველჰყოფს მათ, რაც სჭირდებათ. დაწვრილებით
გიორგი ალავერდაშვილი - სოციალური მედია მენეჯერი/h6>
ჯორჯ ვაშინგტონი, ზომბები და ვიდეო თამაშების ქართული ინდუსტრია
მახსოვს, ბნელ და მშიერ 90-იანებში ყველაზე მეტად ელექტრო ენერგიის სტუმრობა მახარებდა. ჩემი ბედნიერება ერთი ორად იზრდებოდა, თუ მეზობელ, 4 წლით უფროსს ბიჭს, პირობითი სახელით <თემური> (არადა, მართლა თემური ერქვა), ეცალა და მთელი სამეგობროსთვის ზეიმს აწყობდა – მას ხომ „დენდი“ ჰქონდა!! ჩვენი ერთადერთი სადარდებელი – მანამდე არ ჩამქრალიყო დენი, სანამ შენი რიგი მოაღწევდა. სადარდებელი მაშინაც არ მომშორებია, როდესაც უკვე საკუთარი „დენდი“ მქონდა და ელ-ენერგიაც მეტ-ნაკლებად გასტაბილურდა – დაწყევლილი კონსოლის კვების ბლოკი მალე ხურდებოდა და 1 საათზე ხანგრძლივი თამაშის შემთხვევაში – იწვებოდა, ასე, უნამუსოდ. დაწვრილებითმარიამ მურადაშვილი - დიზაინერი
გზა გასავლელი, გავლილი, თუ დასაფენი…
ყველა გზას თავის გზა აქვს ამ ქვეყნად..ყველა გზას, თავისი ფიქრი და გულისფეთქვა მოყვება.. გზას გავდივართ.. გამოვდივართ, ავივლით, ჩავივლით. ისიც სუნთქავს, ისე, როგორც ჩვენ ვსუნთქავთ..
ჩვენ, ჯეპრელებს გვაქვს წესად ქცეული, რომ ყველანი ვწერთ პოსტებს. ვწერთ ჯეპრას ბლოგისთვის. ზოგს წერა ნაკლებად უყვარს და იღებს ვიდეოს, ან ფოტოებს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ჯეპრაში კი ყველა განსხვავებულია.. გინახავთ ერთ კომპანიაში ამდენი მხატვარი? მწერალი? მსტვენელი? მეზღაპრე? დაწვრილებით
ირმა შონია - დიზაინერი
ემოცია რგოლებში...
ყველაფერი მარტივი გენიალურია. პატარა წერტილებშიც კი შეიძლება დაინახოს ადამიანმა აზრი. ნახატს მოაქვს განწყობა, განწყობა, რომელიც შემქმნელის ხასიათიდან, ნამუშევრიდან გამომდინარეობს. შეიძლება რგოლებს დიდი ხნის განმავლობაში უყურებდე და გრძნობდე, როგორ იცვლიან ისინი ფერებს, ფორმებს..შეიძლება შექმნა სრულიად მარტივი ფორმა და გახადო ის შენთვის საინტერესო. თუ ისე მოხდება, რომ სხვაც დააინტერესე, ის უკვე ხდება ღირებული. დაწვრილებით
ჯაბა შავიშვილი - სოციალური მედია მენეჯერი
Back To The Future ანუ ფირფიტა ცოცხალია!
ალბათ ზოგიერთ თქვენგანს პირადად ჰქონია შეხება, ხოლო თუ 90 იანების თაობას მიეკუთვნებით სახლში მაინც აღმოგიჩენიათ ძველი ვინილის ფირფიტა და მშობლებისთვის კითხვა დაგისვამთ თუ სად წაიღეს ეს ძველი ფირსაკრავი, რომელიც ძველად სახლში მუსიკის მოსმენის ერთადერთი თუ არა ძირითადი საშუალება იყო.პირველი ვინილის ფირფიტები 1930 იან წლებში RCA ს მიერ იქნა წარმოებული და წლების მანძილზე უამრავი ოჯახის განუყრელი ნაწილი იყო. და აი 80 წლის შემდეგაც იგი ისევ ღირსეულ წინაამღდეგობას როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ ფორმატებს დაწყებული CD დან დამთავრებული ონლაინ სტრიმინგითა და რადიოთი.დაწვრილებით
ნუცა გალუმაშვილი - კონტრიბუტორი
მილიონერი ბლოგერები
ბლოგი, ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი შექმნა ყოველ ჩვენგანს მარტივად შეუძლია. მთავარია, დაინახო საჭიროება და სურვილი საკუთარი თავის მედიტაციისთვისა და გამოცდისთვის. ფსიქოლოგები, ბლოგის შექმნის აზრს, სწორედ იმაში ხედავენ, რომ პირადი გამოცდილება, გრძნობებისა და ფიქრების ბლოგზე წერა, ერთგვარი თერაპიაა. გარდა ამ უპირატესობებისა, წერა მეხსიერებისა და სხვა ფსიქოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ არის რეკომენდირებული.ბლოგს, ფსიქოლოგები ასე ხსნიან, მაგრამ არსებობს ბლოგის მეორე, განსხვავებული მხარე- ბლოგი, როგორც სამსახური და შემოსავლის რთული მაგრამ საუკეთესო წყარო.
დღესდღეობით უხვი რაოდენობის ბლოგი არსებობს მთელ მსოფლიოში. წერენ მოდაზე, სამზარეულოზე, პიარზე, ფოტოგრაფიაზე, ადამიანებზე და სხვა უამრავ თემაზე. ბლოგმა ბიზნესის სახე მიიღო. არსებობს ბლოგები რომლებსაც ყოველდღიურად ათ მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი სტუმრობს. დაწვრილებით
ნინო გოჯიაშვილი - კონტრიბუტორი
ფრუსტრირებული Z მექსიკაში, ანუ კულტურული შოკი
მინდა გესაუბროთ ფენომენზე, რომელსაც კულტურული შოკი ჰქვია. ეს მოვლენა, ინდივიდის სხვა კულტურაში თავიდან ბოლომდე გადავარდნა, თუ შესვლა, ერთმა მე-20 საუკუნის კანადელმა ანთროპოლოგმა, კალერვო ობერგმა, რამდენიმე ფაზად დაჰყო.მისი თეორიის მიხედვით, კულტურულ შოკი ოთხი კომპონენტი/ფაზისგან შედგება. პირველს მან უწოდა “თაფლობის თვე,” ანუ ის პერიოდი როდესაც ადამიანს სულ თავიდან აქვს შეხება იმ ახალ გარემოსთან, სადაც ის აღმოჩნდა. მას ყველაფერი განსაკუთრებით მომხიბვლელი, საინტერესო და კარგი კუთხით ამაღელვებელი ეჩვენება. ეს სრულიად ახალი გარემო, მას თავბრუს ახვევს და ჰგონია რომ ზღაპარშია, რადგან, ყოველივე სრულიად განსხვავებული და ახალია მის გარშემო. დაწვრილებით
გვანცა დელიბაშვილი - კონტრიბუტორი
ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში
ბრძოლა, როგორც ასეთი, გენიალური მოვლენაა – შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, საშიში და ტრაგიკული, მაგრამ, ამავდროულად, საჭირო და აზარტულიც. პირობითად, ბრძოლის ორი კატეგორია არსებობს – „სისხლიანი“ და „უსისხლო“. კიდევ არის ქვეკატეგორიები, მაგრამ აღარ ჩავუღმავდები. მთავარი არის ის, რომ მეორე შემთხვევაში, ბრძოლის დროს ზოგჯერ ერთი ადამიანიც საკმარისია და „ბრძოლის ველიც“ შეიძლება ნებისმიერი ადგილი ან სიტუაცია აღმოჩნდეს. ჩვენ ყველა მებრძოლები ვართ, ეს ჩვენს სისხლშია და სულ ასე იქნება. დაიწყო ვაშლით, გაგრძელდა ქვებით, შუბებით, ხმლებით, თოფებით… „ვაშლი“ დღემდე აქტუალურია (მხოლოდ „აიფონს“ არ ვგულისხმობ).ყოველი დილა უმეტეს შემთხვევაში ბრძოლით იწყება – ბრძოლით ძილთან, მაღვიძარასთან და გათენებულ ღამესთან. მაღვიძარა ყველაზე საზიზღარი და საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში. როგორი ნაზი ზარიც არ უნდა დააყენო, დილით მაინც გძულს. დაწვრილებით
ლევან ბეგლარიშვილი - კონტრიბუტორი
30 ცრუ რჩევა „ყომარბაზებს“
არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, რა აღმსარებლობის, დასაქმებული ხარ თუ დაუსაქმებელი, მდიდარი თუ ღარიბი, მაღალი თუ დაბალი, მშიერი თუ მაძღარი, ძუ თუ ხვადი, ქართველი თუ ინდოელი… თამაშობ. დებ ფულს და გინდა მოიგო. ნებისმიერ ადამიანში არის რაღაც დოზით აზარტი, ზოგი ზედმეტად აზარტულია, ზოგი ნაკლებად, ზოგიერთი იმდენად მართავს საკუთარ თავს, რომ უმკლავდება აზარტს და საერთოდ არ თამაშობს. ზოგი დიდ ფულზე თამაშობს, ზოგიც კაპიკებზე. არა აქვს მნიშვნელობა აზარტი აზარტია.ვისაც თამაშის დიდი სტაჟი აქვს, ყველა დამეთანხმება, რომ დროთა განმავლობაში ყალიბდება გარკვეული ცრუ რწმენები, დებულებები, აქსიომები, ფორმულები, ზოგ შემთხვევაში რიტუალებიც კი, თუ რა შემთხვევაში უნდა დადო, თუ არ დადო ფული. გადავწყვიტე დამეთვალა, თუ რამდენი ასეთი ცრურწმენა დამიგროვდა. კითხვებით ჩემს მეგობრებსაც მივმართე. დაწვრილებით