ჯეპრას ერთი წელი – 2015
გასულ წელს შეგპირდით, რომ 2015 წლის ანგარიში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა. დაპირება შევასრულეთ – საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა, ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდა და ორი ახალი თანამშრომელიც შეემატა ჩვენ გუნდს.
გადაავლეთ თვალი ჯეპრას 2015-ს.
ყველაფერი იწყება აქ, ჯეპრელების სამუშაო მაგიდებთან…
ჯეპრელები მარსზე

“თბილად იყავი ყირგიზეთო”
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “უნისონის” პროექტისთვის “თბილად იყავი ყირგიზეთო” კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით ყირგიზეთში იმყოფებოდა. პროექტი USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მისი ძირითადი მიზანი იყო ორგანიზაციის საკომუნიკაციო გეგმის შექმნა და სპეციალური კამპანიის განხორციელების დროს კონსულტაციის გაწევა.
“აჭარა ბიზნეს ვიქის” პრეზენტაცია ბათუმში
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გამოცემის Ajara Business Week პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი “კავკასუს ბიზნეს ვიქის”, “ბანკები და ფინანსებისა” და კომპანია “ჯეპრას” ერთობლივი პროექტია.
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გამოცემის Ajara Business Week პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი “კავკასუს ბიზნეს ვიქის”, “ბანკები და ფინანსებისა” და კომპანია “ჯეპრას” ერთობლივი პროექტია.
Wings for Life World Run 2015
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, Wings for Life World Run საქართველოში 2015 წელს მეორედ გაიმართა! ჯეპრა ამჯერადაც მსოფლიო რბენის მხარდამჭერი და პარტნიორი იყო. მსოფლიო რბენა 2016 წლის 8 მაისს კვლავ კახეთში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
ჯეპრა ქართული რაგბის ქომაგია!
ასე ვგულშემატკივრობთ ჯეპრელები საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს! “ბორჯღალოსნები” ტონგასთან გამარჯვებით ქართული რაგბის ისტორიაში შევიდნენ და ჩვენც ჩვენებურად აღვნიშნეთ ეს ამბავი.

ყველაზე გემრიელი ხელშეკრულება foodpanda-სთან
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ foodpanda-სთან მორიგი და უკვე გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ცნობადობის გაზრდის კამპანიის განხორციელებას თბილისსა და რეგიონებში.

სოციალური მომსახურების სააგენტომ “ნატახტარის” ქარხანაში დასაქმებული ბენეფიციარები მოინახულა
პროექტის „იზრუნე მომავალზე“ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ “ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებული ბენეფიციარები მოინახულა. ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ბარბაქაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა,ზაზა სოფრომაძემ.
პროექტის „იზრუნე მომავალზე“ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ “ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებული ბენეფიციარები მოინახულა. ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ბარბაქაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა,ზაზა სოფრომაძემ.
“ლუდი 34” და ლუდის მსმელთა ძეგლები თბილისში
გემოსთან ერთად, ლუდის კამპანიაც განსაკუთრებული იყო. იგი ციფრულმა სააგენტომ “LeavingStone” დაგეგმა და განახორციელა. “ლუდი 34”-ის ჩაშვების კამპანია “ლუდის მოყვარულებისთვის” საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, იგი ჟიურიმ დაახლოებით 3000 ნამუშევრიდან აარჩია.
კამპანიის საინფორმაციო მხარდაჭერა კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.

ადვოკატირების კამპანია “არ გამიძვირო ლუდი”
ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ანალიტიკური კვლევა ჩატარდა, რომლის თანახმადაც გაყიდვების მკვეთრი შემცირება და ლუდის ინდუსტრიის ზარალი იყო მოსალოდნელი. კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიები და პრესკონფერენცია. კამპანია მოიცავდა შეხვედრებს უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მედიატურებს “კასტელის”, “ნატახტარისა” და “ზედაზენის” ქარხნებში.
კამპანია “I Like It” და “ბაკურიანის” ახალი ბოთლის პრეზენტაცია
სასტუმროში “თბილისი რუმსი”, ჟურნალისტებისთვის “ბაკურიანის” ახალი ბოთლის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კომპანიის წარმომადგენლებმა ‘ბაკურიანის’ დალევის ახალი წესი და კამპანია “i like it” გააცნეს, რომლის ავტორიც გახლავთ კომპანია ჯეპრა. “I like it” კამპანიის საკომუნიკაციო და საინფორმაციო მხარდაჭერა ჯეპრამ განახორციელა.
როგორ აქცია “ბაკურიანმა” ერთი ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად
„IDS ბორჯომი საქართველოს” ბრენდმა, „ბაკურიანმა“ ახალი სასწავლო და სამუშაო სეზონის დაწყება დაუვიწყარი და განსაკუთრებული გახადა ყველასათვის. „ბაკურიანის“ მაისურში გამოწყობილი კურიერები თბილისის უბნებში გადანაწილდნენ და სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს მოულოდნელი საჩუქარი – მინდვრის ყვავილების თაიგული და „ბაკურიანი“ გადასცეს. საჩუქრის ყველა ადრესატი საბოლოოდ ღიმილმა გააერთიანა.
ჯეპრა დასაქმების ფორუმზე
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ დასაქმების ფორუმს უკვე მეორედ შევუერთდით და 2016 წლის სტაჟირების პროგრამისთვის საუკეთესო სტუდენტებიც შევარჩიეთ.

BSTDB ბიზნეს ფორუმი
საქართველომ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეგიდით ჩატარდა. ღონისძიების მედიამხარდაჭერა კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.
საქართველომ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეგიდით ჩატარდა. ღონისძიების მედიამხარდაჭერა კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.
წიგნები ჯეპრელების რეცენზიებით
წარმატების ფორმულა თქვენს ხელთაა – ჯონ ლისის, მაიკლ ქლეითონისა და ბრიჯიტ ქობის გამოცდილება და რჩევები ჯეპრას უფროსი კონსულტანტების რეცენზიებით სამ წიგნად გამოიცა. გამოცემების სპონსორობა კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია “ბიბლუსში”, “პარნასში”, “წიგნის სახლში” და სხვა წიგნის მაღაზიებში.
ჯეპრა გირჩევთ, გაათავისუფლოთ მათთვის ადგილი სამუშაო მაგიდაზე. წარმატებებს გისურვებთ !

კახა მაღრაძის წიგნები “საბას” ელექტრონულ ბიბლიოთეკაში
კახა მაღრაძის ელექტრონული წიგნები: „ვირტუალური ფლირტი და სხვა“, „3 ამბავი“ და „პიარის პიარი ცხონდაო“ უკვე saba.com.ge-ზეა და მისი წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“მანდარინები” ოსკარზე და ეროვნული კინოცენტრის საზეიმო დახვედრა
18 წლის შემდეგ პირველად, ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა. დაჯილდოვების ცერემონიალიდან დაბრუნებულ რეჟისორსა და მსახიობებს ეროვნულმა კინოცენტრმა საზეიმო მიღება მოუწყო.
18 წლის შემდეგ პირველად, ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა. დაჯილდოვების ცერემონიალიდან დაბრუნებულ რეჟისორსა და მსახიობებს ეროვნულმა კინოცენტრმა საზეიმო მიღება მოუწყო.
GAU-მ ჯეპრა მადლობის სიგელით დააჯილდოვა
საიუბილეო საღამოზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა კომპანია ჯეპრას პარტნიორობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. შეგახსენებთ, რომ “GAU თბილისის პიარ სკოლა” 2007 წელს დაარსდა და ჯეპრასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი წარმატებული პროექტია.
საიუბილეო საღამოზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა კომპანია ჯეპრას პარტნიორობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. შეგახსენებთ, რომ “GAU თბილისის პიარ სკოლა” 2007 წელს დაარსდა და ჯეპრასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი წარმატებული პროექტია.
პოსტები 2015-დან
4 P – ეს ჯეპრას პროდუქტია, სადაც კომპანიის კონსულტანტები წერენ საინტერესო თემებზე!
4 P – ეს არის ადგილი, სადაც ჯეპრელები აზროვნებენ, ხატავენ, ქმნიან!
4 P – ეს ფასია, რომელიც ჯერ არ დადებულა არსად!
4 P – ეს პრომოუშენია, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს, მომსახურებას, ქცევას, აღქმას ყოველთვის სჭირდება!
ჯეპრელები ვწერთ თავისუფლად, ვწერთ პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
4 P – ეს ჯეპრას პროდუქტია, სადაც კომპანიის კონსულტანტები წერენ საინტერესო თემებზე!
4 P – ეს არის ადგილი, სადაც ჯეპრელები აზროვნებენ, ხატავენ, ქმნიან!
4 P – ეს ფასია, რომელიც ჯერ არ დადებულა არსად!
4 P – ეს პრომოუშენია, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს, მომსახურებას, ქცევას, აღქმას ყოველთვის სჭირდება!
ჯეპრელები ვწერთ თავისუფლად, ვწერთ პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე.


ეკატერინე ჯოჯუა,
უფროსი კონსულტანტიკინო, რომელიც კვალს ტოვებს
“ნებისმიერ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ძვირია კულტურული პროექტების დაფინანსება, მაგრამ უფრო ძვირი ჯდება ისეთი რაღაცეების პრევენცია, რაც უკულტურობას მოაქვს” – სრულიად ვეთანხმები ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დირექტორის, პაველ პოტორიჩინის ამ მოსაზრებას.
საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უკვე მეორე წელია საქართველოს 110 სოფლის 200 საჯარო სკოლაში წარმატებით ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“. იხილეთ სრულად...

გიგა ხარებავა,
უფროსი კონსულტანტირამდენად მნიშვნელოვანია ჩატარებული კამპანიის ანალიზი?
ყოველი კამპანიის დასრულების შემდეგ დგება მისი ანალიზის საკითხი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, როგორც ორგანიზაციული მხარის გამართულობას, რაც გარე აუდიტორიისთვის, როგორც წესი უხილავია (უფრო სწორედ ჯობია უხილავი დარჩეს, რადგან სამზარეულოს შიდა პროცესების გამოჩენა ძირითადად გარკვეული პრობლემების დროს ხდება), ასევე დასახული მიზნების მიღწევის ხარისხს. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ეს მიზნები წინასწარ მკაფიოდ ფორმულირებული და გარკვეულ რაოდენობრივი პარამეტრებით შეფასებადი უნდა იყოს.
საბედნიეროდ ის ეტაპი, როცა კამპანიის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი კლიენტის კმაყოფილების განცდა იყო, გამოწვეული იმით თუ რამდენი მეგობარი ეტყოდა რომ ის ტელევიზორში ნახა ან მისი ინტერვიუ წაიკითხა დიდი ხნის გადალახულია. ამასთანავე ხშირად ყოველთვის არ ხერხდება კამპანიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მისი ეფექტიანობის შესაფასებლად კვლევის ჩატარება, რაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა არც იყოს მიზანშეწონილი ან/და რენტაბელური. კვლევის ჩატარების შემთხვევაშიც გარკვეული ფაქტორების ინტერპრეტაცია შესაძლოა საკამათო იყოს. იხილეთ სრულად...

გვანცა დელიბაშვილი,
პრომოუშენ მენეჯერიორი მთის იქით
ვზივარ ჯეპრაში, ვორდის ცარიელ ფაილს ვუყურებ და გაღიმებული ვიყურები ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში – ორი მთის იქით, ოქროსფერ მინდვრებში. ზაფხულის მზეში დაბრაწული ლოყებითა და ცხვირით დავრბივართ მე, ჩემი და და ჩემი დეიდაშვილი ხორბლის ყანაში. ფილმებში რომაა – ზღვასავით მღელვარე ხორბლის ყვითელ თავთავებში რომ მირბიხარ, თან ხელს უსვამ და ბედნიერი ხარ – ეგ მართლა არსებობს! წყაროს გაყინულ წყალს მუჭით რომ სვამ და თან სხვებს ასხამ – ეგეც! იხილეთ სრულად...

ირმა შონია,
დიზაინერიძალიან სუბიექტური პოსტი
ნეგატივი თუ ნეგატიური? (როდესაც არ გინდა რამე კონკრეტულზე წერო, მითუფრო, როცა წერა ნამდვილად შენი სტიქია სულაც არ არის)
ძალიან სუბიექტური პოსტი გამოვიდა. ვაკონკრეტებ ყოველი შემთხვევისთვის, რადგან თავისუფალი აზრის გამოთქმა დემოკრატიის – ოპოზიციაა, ჩემი აზრით.
ნეგატივი თუ ნეგატიური? ორივეს ერთი სათავე აქვს, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა დატვირთვა. ნეგატივი შეიძლება საზოგადოებაში წარმოიქმნას, მაგრამ ნეგატიური უკვე ამ ნეგატივის პროდუქტია, ჩვენი არჩევანია განვავრცობთ მას თუ არა. იხილეთ სრულად...

კახა მაღრაძე,
უფროსი კონსულტანტიპიარები და მარკეტინგები, როგორც როკები და მეტალიკები
პიარები, მარკეტინგები, ეს, ისე, თორემ, პიარი, მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაცია, დიჯითალ მარკეტინგი, ბრენდინგი, ბრენდკომუნიკაცია, რეკლამა, პრინტი, პოლიგრაფია, პრესსამსახური, პრომოუშენი – ერთი სასტავია ყველა. ერთი სასტავი ვართ ყველა. ერთ ქვაბში ვიხარშებით, ერთი რესურსით ვსარგებლობთ და ერთ ძარღვზე ვართ მიერთებულები. ჩვენი გარემოს (ვგულისხმობ საქართველოს) წარმომადგენლების დიდი ნაწილი, ჩვენი ჩათვლით, ამ სფეროებს აერთიანებს და ერთი საზომით ზომავს. ჩვენც არ ვართ ამის წინააღმდეგი, იდეაში, ან კი როგორ უნდა ვიყოთ, როდესაც ამ სფეროების თუ ერთიანი სფეროს წარმომადგენლებს ვერ გაგვიგია რომელი დარგი რომელ სფეროშია. იხილეთ სრულად...

ქეთევან გალუმაშვილი,
კონსულტანტი„ონლაინ ურთიერთობები რეალური ცხოვრებით ჩავანაცვლე!„ ანუ „ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ… ზამთარში!“
ზოგჯერ ძალიან მინდება, უკან მოვიტოვო ყველა პრობლემა, გამოვრთო ტელეფონი, მოვწყდე ინტერნეტს და… ზღვა მოვინახულო. „მე მიყვარს ზღვა და იცით რატომ? ყველაფერს გრძნობს და… არაფერს ამბობს!“ – ვინ თქვა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ზღვა. განსაკუთრებით ზამთარში!
ბენჟამინ ფრანკლინს უთქვამს: “დრო ფულია!” საბედნიეროდ, ბენჟამენი ცდილობდა, განემარტა დროის ღირებულება და მისი მნიშვნელობა. კერძოდ, როგორ გავანაწილოთ დრო პროდუქტიულად, რომ ჩვენი დროის დანახარჯი აბალანსებდეს ფასსა და ღირებულებას… იხილეთ სრულად...

მაია ტაკაშვილი,
მედია კონსულტანტიმომენტი როცა ვირტუალურობაში დაკარგული/ჩაკარგული Slash/დახრილი ხაზი რეალურზე/სასვენ ნიშანზე მეტია!
რა დროს უთმობთ ინტერნეტს/სოციალურ ქსელებს? საკუთარ თავს/შენიანებს? და საერთოდ, პირად ურთიერთობებს/პირადულს?
პასუხი ერთნაირი/ბანალური და მარტივი/იოლია… ყველაზე დიდ /ძვირფას დროს ინტერნეტში ძრომიალ/ხეტიალში ვკარგავთ/ვხარჯავთ….
ამ ფონზე კი, რეალურ ყოველდღიურობას ვირტუალური ყოველდღიურობა ანაცვლებს…
ზოგჯერ, ერთმანეთის ნახვაც კი გვეზარება/გვბეზრდება/გვწყინდება... იხილეთ სრულად...

მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერიქალაქში წვიმს და ნისლია
ქალაქში წვიმს და ნისლია.
ამიტომ ჩემი ფანჯრიდან აღარ ჩანს ელმავალმშენებელი ქარხანა, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ აწარმოებს ელმავლებს.
გავყურებ ქუჩას რომელიც არ ჩანს.
მე წარმოდგენა არ მაქვს მოსწონს თუ არა დავით გურამიშვილს, რომ მისი გამზირი სველია.
იხილეთ სრულად...
ნუცა გალუმაშვილი
კონტრიბუტორიუნიჭო და ცნობილი
ყველა ადამიანში არსებობს ამბიციის ნაპერწკალი, რომელიც აღძრავს სურვილს დაიმკვირდოს თავი საზოგადოებაში. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ ხდებიან ნაკლებად „ნიჭიერი“ ადამიანები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები, რატომ იმსახურებენ ასეთი პიროვნებები, სოციალურ სიმპათიებს და ყოველგვარი ნიჭისა თუ გამორჩეულობის გარეშე, იპყრობენ წარმატების მწვერვალებს. იხილეთ სრულად...

თამარ მაჭავარიანი,
უფროსი კონსულტანტიროგორ შევქმნათ და განვავითაროთ ეფექტური თანამშრომლების გუნდი?
წარმატებული, მოტივირებული და ლოიალური თანამშრომლების გუნდი ყველაზე ძლიერი არამატერიალური აქტივია, რომელსაც შეუძლია კომპანიის ფინანსური და მატერიალური აქტივის მუდმივი ზრდა და სტიმულირება. კომპანიები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებთ, ორიენტირებულები უნდა იყვნენ გრძელვადიანი გუნდის ფორმირებაზე.
ხშირად ხდება, რომ მენეჯერი უბრალოდ თავს უყრის სხვადასხვა პროფესიონალებს და იმედოვნებს, რომ ეს ხალხი ერთ დღეს შეძლებს ერთად მუშაობას. არადა, გუნდი წარმატებულია მაშინ, როდესაც მისი წევრები წინასწარ განსაზღვრული პრინციპის მიხედვით არიან შერჩეული და მათი გუნდის წევრობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. რა არის საჭირო ეფექტური გუნდის შექმნის, განვითარებისა და მხარდაჭერისათვის? იხილეთ სრულად...

თეკლა ყიფიანი,
დიზაინერი“უნდა”
გვინდა ეს თუ არა, გარემო და ადამიანები ხშირად გვაიძულებენ რაღაცას. ჩემი ბლოგპოტიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – როგორ ამოვაგდე ლექსიკონიდან “უნდა”.
ეს ნაწილაკი წინადადებაში ძირითადად ვალდებულებას, აუცილებლობას გამოხატავს. მაგალითად: ” მე უნდა დავწერო პოსტი”. ჩემი რჩევაა ეცადოთ, არასოდეს გააკეთოთ რამე იმიტომ რომ “უნდა” გააკეთოთ, რადგან ასეთ “უნდა”-ში ყოველთვის არის სიყალბე. სიყალბე, რომელიც ყოველთვის თან გამოგყვებათ და საკუთარი “მე” შეკითხვების დასმას დაიწყებს სიტყვით “რატომ?”
ზოგჯერ ადამიანს გამოსდის საქმე როცა თავს ძალას ატანს, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, ეს ყველაფერი შეძენილ სახეს იღებს და არა თანდაყოლილს და თუ ნიჭიერებაზე გვექნება პრეტენზია, ნიჭი ყოველთვის თანდაყოლილია. იხილეთ სრულად...

თეონა ხმელევსკი,
კონსულტანტიის, რაც უნდა იცოდეთ მოგზაურობის დასაგეგმად
მოგზაურობისას ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მიყვარს. რამდენად გამომდის ეს, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სხვა საკითხია, თუმცა მონდომებას ნამდვილად არ ვიშურებ. ვინც უახლოეს მომავალში მოგზაურობას აპირებთ, გირჩევთ, რომ დაგეგმვა და დაჯავშნა რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ. ეს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ყველაფერი შეიძინოთ უკეთეს ფასში და ფინანსები თქვენი გართობისთვის შემოინახოთ. ამის გარდა, არსებობს სხვა უამრავი რჩევა, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ მოგზაურობა მართლაც დაუვიწყარი გახდეს. იხილეთ სრულად...

თინათინ სამყურაშვილი,
კონსულტანტიგამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!
ცხოვრებაში ყველას მიეცემა ხოლმე შანსი თვითრეალიზაციისთვის. ერთხელ ყველა ხვდება საჭირო დროს საჭირო ადგილას. 20 წლის ასაკში პიარსკოლა დავამთავრე. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე კი, სოსო გალუმაშვილმა „ჯეპრაში“ 3 თვიანი სტაჟირება შემომთავაზა. საკუთარი თავი ასეთი ბედნიერი, გაბრწყინებული და ემოციური, მგონი სხვა დროს არც მახსენდება. იხილეთ სრულად...

ლევან ბეგლარიშვილი,
კონტრიბუტორისაქართველოს ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები – 2015
როდესაც გადავწყვიტე ჟურნალისტებზე პოსტის დაწერა, პირველ რიგში იმაზე დავფიქრდი, თუ რა ფორმით შეიძლებოდა ამდენი ადამიანის ერთად თავმოყრა. ბუნებრივია, მათ აერთიანებს საერთო პროფესია, თუმცა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, შეხედულებებით, ჟურნალისტური მიმართულებებით, სქესით, სტაჟით, ტელეკომპანიებით. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, ყველაზე მარტივ გზას დავადექი და გადავწყვიტე შემედგინა საქართველოს ეროვნული ნაკრები. ჟურნალისტთა ეროვნული ნაკრები. შაბლონად კი ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთი ავირჩიე. იხილეთ სრულად...

ჯაბა შავიშვილი,
სოციალური მედია მენეჯერილაიქების ფსიქოლოგია
ფეისბუქს ყველა ვიყენებთ (თქვენც სწორედ მისი საშუალებით გადმოხვედით ამ პოსტზე), მაგრამ არ ვიცი რამდენი დაფიქრებულა შემდეგზე: რატომ ვალაიქებთ სხვადასხვა ლინკებს, სურათებს ან სტატუსებს? რატომ გვალაიქებენ ჩვენ? ამის შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა და საკუთარი დაკვირვებითაც 3 ძირითად მიზეზს გამოვყოფდი: იდენტობა, ემპათია, პრაქტიკულობა. იხილეთ სრულად...

ლაზარე გვიმრაძე,
ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერინუ გძულთ ტექნოლოგია
მიხარია, როდესაც მეგობრები საჭმელს ფოტოს უღებენ და ინსტაგრამზე ან ფეისბუკზე დებენ. სადღაც, რომელიმე გამოჩენილი რესტორნის სამზარეულოში, ზის შეფმზარეული, რომელიც ყოველდღე აფორმებს ულამაზეს კერძებს, ის, შემოქმედებით სულს აქსოვს საკუთარ ნახელავში და შემდგომ უყურებს როგორ უცერემონიოდ ყლაპავენ საუბარში გართული კლიენტები. ფოტოებს ვიღებთ რაღაცის დასამახსოვრებლად, დროში გასაყინად, რათა გავიხსენოთ და არ დავკარგოთ წარმავალი პატარ-პატარა სიამოვნებები. ვინ იცის, ზის იქნებ ის შეფი ინსტაგრამზე და იმედი აქვს, თავისი გაკეთებული რაიმე იპოვნოს. არაფერია ცუდი ვიღაცის ნამუშევრის, მითუმეტეს დროებითი ნამუშევრის, დაფასებასა და დამახსოვრებაში. იზოლირებული მაგალითი დავხატე, მაგრამ მგონი აზრი გადმოსცა.იხილეთ სრულად...

ზურაბ ბალანჩივაძე,
სოციალური მედია მენეჯერისოციალური ფოტოგრაფია
რომ მეკითხებიან, ფოტოგრაფიც ხარო? ცოტა პაუზას ვაკთებ და ისე ვპასუხობ: მობაილ ფოტოგრაფერი ვარ – მეთქი. ანუ მაინც ფოტოგრაფი გამოვდივარ, ოღონდ ფოტოებს, უმეტესწილად, ფოტოკამერით კი არა, მობილური ტელეფონის რომელიმე აპლიკაციით ვიღებ. დიახ, მეც ფოტოგრაფი გახლავართ და ამ პოსტში რამდენიმე სიტყვით გესაუბრებით ფოტოგრაფიის იმ ჟანრზე, რომელიც, ჩემი აზრით, მობაილ ფოტოგრაფიას ყველაზე კარგად მიესადაგება. სპეციალურად ამ პოსტისთვის მშრალ ხიდზე კიდევ ერთხელ ვიმოგზაურე. იხილეთ სრულად...

ნუცა სუბელიანი,
უფროსი კონსულტანტიპიარ კონსალტინგი და გლობალიზაციის პროცესი
სამუშაო არეალი და სფერო განუსაზღვრელია… ჩვენ ვართ ყველგან: საბანკო, რითეილ, ტურისტულ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, კინოხელოვნების, სამოდელო თუ სამთავრობო სექტორში. ვემსახურებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, იმისთვის რომ გავზარდოთ მათი ცნობადობა, მოვახდინოთ კომპანიის ან პერსონების იმიჯის ფორმირება, ვიზრუნოთ მათ რეპუტაციაზე, მივაღწიოთ წიგნის ბესთსელერად და ფილმის ბლოგბასტერად წარდგენას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, პიარ მხარდაჭერის საჭიროება თითქმის ყველა სექტორშრია და მის გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია თანამედროვე ეპოქაში, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ტრენდებს და გლობალიზაციას. ეს თავისთავად აისახება პიარ კონსულტანტების მომრავლებაზეც, ინდუსტრია გარდატეხის პროცესშია და ის ფაქტიურად უკვე გახდა ყველა სფეროში წარმატების მიღწევის ფუნდამენტი. მიუხედავად ამგვარი სურათისა, პიარ კონსალტინგი დგას 21-ე საუკუნის პოლიტიკური და გლობალური გამოწვევების წინაშე… პიარ ინდუსტრიის მნიშვნელოვანი განვითარებისა და ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ წინ არის. იხილეთ სრულად...