2015 წლის 27 მაისს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი დაარსდა, რომლის შექმნის ინიციატივა ჯეპრას და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ეკუთვნის. კლუბი უკვე 70-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
CSR კლუბის პრეზენტაცია
27 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს ქარტიაზე ხელი მოაწერეს დამფუძნებელი ორგანიზაციების წარმომადგენლება და მოხდა კლუბის გამგეობის წევრების არჩევა.
სოციალური პასუხისმგებლობის მასტერკლასები რეგიონებში
სოციალური პასუხისმგებლობის მასტერკლასები ადგილობრივი აუდიტორიისთვის საქართველოს 4 დიდი ქალაქის (გორი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში.
CSR კლუბის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა
სასტუმროში Holliday Inn, CSR კლუბის წევრების რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა განვლილ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მოხდა ახალი წევრების მიღება და კლუბის წევრებისაგან წამოსული სხვადასხვა ინიციატების განხილვა.
სტრატეგიული დაგეგმვის შეხვედრა ყვარელში
CSR კლუბის წევრებმა 2016 წლის სამოქმედო გეგმის, სტანდარტების გაუმჯობესებისა და დახვეწის საკითხები განიხილეს.