გასული წლის მსგავსად, ჯეპრა კვლავ “ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის საინფორმაციო კამპანიის” მხარდამჭერი იყო.
ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“, კოალიცია „ევროპა დონას“ ორგანიზებით ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
"ვარდისფერი ოქტომბერი"
ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. უკვე რამდენიმე წელია, „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, მხარდამჭერი აქტივობები იმართება.
ქეთი კავალსკის ფოტოგამოფენა ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში.
მინი ფეხბურთის მატჩი ქალბატონების მხარდასაჭერად
სპორტკომპლექს „არენა 2“-ის დარბაზში, "ევროპა დონა ჯორჯიას" წევრები, სხვადასხვა კერძო კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერები, ცნობილი ქალბატონები და პროფესიონალი ფეხბურთელი გოგონები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების მხარდასაჭერად მინი ფეხბურთის სიმბოლური მატჩი გაიმართა! მატჩი მეგობრული ანგარიშით, 4:4 დასრულდა.
სილამაზე სიცოცხლისთვის
"სილამაზე სიცოცხლისათვის" - ამ დევიზით, საკრებულოს ფოიეში, "თინათინ მაღალაშვილის" შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. კოლექცია საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა მოირგეს. მათთან ერთად პოდიუმზე ის პაციენტებიც გამოვიდნენ, რომლებიც მკურნალობის კურსს იტარებენ ან ამ სენისგან უკვე განიკურნენ.