პროექტების მართვის, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების გარდა, კიდევ ბევრი რამ გამოგვდის კარგად. ჯეპრა ამაყობს საკუთარი თანამშრომლების წარმატებებით და სურს, ეს ყველას გაუზიაროს.
ლაზარე გვიმრაძემ www.posterspy.com-ის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
ჯეპრას ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერმა, ლაზარე გვიმრაძემ, მონაწილეობა მიიღო www.posterspy.com - ის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც კონკურსანტებს პოპულარული თამაშის “Assassin’s Creed: Unity-ს“ პოსტერი უნდა დაეხატათ. ლაზარეს ნამუშევარი სამეულში მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა!
მარიამ მურადაშვილის ნამუშევარმა კავკასუს ონლაინის კონკურსში გაიმარჯვა
კავკასუს ონლაინის „უფრო ახლოს“ კამპანიის ფარგლებში გამართული შემოქმედებითი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ჯეპრას გრაფიკოს დიზაინერი, მარიამ მურადაშვილია. მისი ნამუშევარი უკვე ამშვენებს დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას.
ზურა, პრეზიდენტი და აზერბაიჯანული "ნიჭიერი"
ზურა ბალანჩივაძის ყოველი წელი განსაკუთრებული სიახლეებითაა დატვირთული - ჯერ აზერბაიჯანული "ნიჭიერის" სცენა დაიპყრო სტვენით, შემდეგ კი "ჯიპას" საიუბილეო საღამოზე გამოვიდა და ყოფილ ლექტორთან და ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტთან ისტორიული სელფიც გადაიღო.
ზურა ბალანჩივაძემ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსში გაიმარჯვა
ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი, ზურა ბალანჩივაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყველაზე საინტერესოდ და აქტიურად აშუქებდნენ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს (BIAFF). 2016 წლის აპრილში ზურა სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება.
ზურა ბალანჩივაძე რუსთავი 2-ის საახალწლო კონცერტზე
ზურა ბალანჩივაძის ფოტო National Geographic-ის Daily Dozen-ის კატალოგში
ზურა ბალანჩივაძის ფოტო National Geographic-ის Daily Dozen-ის 15 ოქტომბრის კატალოგში მოხვდა! ფოტო თბილისში, მშრალ ხიდზეა გადაღებული.