2015 წელს ჯეპრა ბევრი კარგი პროექტისა და ინიციატივის მხარდამჭერი გახდა.
ჩვენ ერთად "გავაფერადეთ მზიური!"
პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას "გააფერადე მზიური" ჯეპრაც შეუერთდა! ჩვეული პოზიტივით, ჯერ ოფისიდან შევუერთდით აქციას, შემდეგ კი, დანარჩენებთან ერთად გავაფერადეთ მზიურის პარკი.
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქციას ჯეპრაც შეუერთდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ აქციას, რომლის მიზანიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა, კომპანია ჯეპრაც შეუერთდა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის საინფორმაციო კამპანია
“ ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის "(ფიფ) მსოფლიო კვირეულს ჩვენი კომპანიაც შეუერთდა. სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია" კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
თქვი არა
ჯეპრა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა. ჩვენ ყველამ ერთად ვუთხარით "არა" ძალადობას!
#13ივნისი
გარდა იმისა, რომ ვერეს ხეობაში მომუშავე მოხალისეებს ჯეპრელები საკვებითა და საჭირო ნივთებით დავეხმარეთ, კომპანიამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში თანხა გადარიცხა.