ჯეპრელები, გარდა იმისა, რომ მთელი წელი დაუღალავად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, გამუდმებით სიახლეების ძიებაში არიან და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებენ.
ტრენინგი საკრებულოს თანამშრომლებისთვის
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, ნინო სუბელიანმა, საკრებულოს თანამშრომლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მოდულები იყო: მედიასთან ურთიერთობა, პრეზენტაციის უნარ ჩვევები, პრეს რელიზების და სხვა კონტენტის მომზადება, ანტიკრიზისული კომუნიკაციები, მოვლენების მონიტორინგი.
ზურა ბალანჩივაძის ტრენინგი ახალციხეში
ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერის ტრენინგი ახალციხეში
პროექტის "შენ გაქვს უფლება იცოდე" ფარგლებში ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სოციალური მედია და ბლოგინგი“.
ტრენინგს ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი, ზურაბ ბალანჩივაძე უძღვებოდა.
კორპორატიული კომუნიკაციების ტრენინგი
გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ, DWV, თავის წევრ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა"-სთან ერთად, სემინარს ჩაატარა თემაზე „კორპორატიული კომუნიკაციები“.
სემინარს ჯეპრას უფროსი კონსულტანტები, კახა მაღრაძე და ნინო სუბელიანი უძღვებოდნენ.
სოსო გალუმაშვილის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტმა, ორგანიზაცია ჯეპრას მმართველმა პარტნიორმა და უფროსმა კონსულტანტმა, ბატონმა სოსო გალუმაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექცია ილიაუნის მენეჯერთა კლუბის " Become a Successful Manager " ორგანიზებით ჩატარდა.
სემინარი "პირველად იყო ბრენდი"
ჯეპრას კონსულტანტები, ქეთევან გალუმაშვილი და გიგა ხარებავა სემინარზე „პირველად იყო ბრენდი“.