ჯეპრას სამოქალაქო აქტივობა
“ევროპა დონა საქართველოს” პრესკონფერენცია
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება და კიდევ ერთხელ შეხსენება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.

კამპანია Blu For Pink
ჯეპრა “რედისონ ბლუ ივერიას” საქველმოქმედო კამპანიას შეუერთდა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების დასახმარებლად.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
ჯეპრელები, ტრადიციულად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შევუერთდით და კიდევ ერთხელ შევახსენეთ ყველას, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!

აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე
ამჯერად ერთი მიზნისთვის გავერთიანდით – გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და მოხდეს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა.

#მოვლა
ჯეპრელებმა სიხარულით მივიღეთ გამოწვევა და ჩავერთეთ Geocell-ის აქციაში #მოვლა – თან მოვიარეთ, თან მოვუარეთ.
