ჯეპრას სიახლეები
ჯეპრა „კეტჩამ-მასლოვის“ პარტნიორი გახდა!
ცოტა ხნის წინ, ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია და უფროსი კონსულტანტები, თამუნა მაჭავარიანი და კახა მაღრაძე მოლდოვაში, Ketchum Maslov-ის ქსელის წევრი პიარკომპანიების შეხვედრაზე იყვნენ მიწვეულები. ძალიან მალე ჩვენი თანამშრომლობა ოფიციალურ პარტნიორობაში გადაიზარდა და ჯეპრა ევროპის უდიდეს ქსელს შეუერთდა.

ჯეპრამ გლობალ კომპაქტის წევრობა განაახლა
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. გაეროს გლობალურ შეთანხმებას ჯეპრა პირველად 2007 წელს შეუერთდა.

კახა მაღრაძე საერთაშორისო პიარ სამიტზე სპიკერად მიიწვიეს
Deem communications-ის ორგანიზებით, სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის თემაზე სამიტი გაიმართა. ღონისძიებაზე ჯეპრას უფროსმა პარტნიორმა, კახა მაღრაძემ საქართველოში პიარ პროექტებისა და კამპანიების სტრატეგიული მართვის მეთოდებზე, არსებულ გამოწვევებსა და ტრენდებზე ისაუბრა.

“იგრძენი მარკეტინგი როგორც პულსაცია”- ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნინო სუბელიანი Spotlght 2016-ის სპიკერი იყო

ჯეპრელები “ახალგაზრდა კანის ლომების” კონკურსზე
ჯეპრელები “ახალგაზრდა კანის ლომების” კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას. კატეგორია “ახალგაზრდა მარკეტერის” კონკურსანტებს პროფესიონალთა გუნდი აფასებდა. მათ შორის იყო ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე.

კორპორატიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის ტრენინგი
ტრენინგს, რომელიც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით ჩატარდა, ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და უფროსი კონსულტანტი, ნინო სუბელიანი უძღვებოდნენ.

სტაჟირების პროგრამა ჯეპრაში
ჯეპრას 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა მედია მენეჯმენტის, სოციალური მედიის მართვის, CSR კლუბისა და კომპანიის პრომოუშენის მიმართულებებს მოიცავდა. 6 თვის შემდეგ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადავეცით.

თამუნა მაჭავარიანი საერთაშორისო კონფერენციებზე
2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა თამუნა მაჭავარიანისათვის. ის და PMI საქართველოს პოტენციური წარმომადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები მონაწილეობას იღებდნენ გერმანიაში, PMP საგამოცდო საკითხების შემუშავების გლობალურ შეხვედრაში. ამას მოჰყვა ლიდერთა ინსტიტუტის შეხვედრა ბარსელონაში და EBRD-ს სამდღიანი ტრენინგი თემაზე „საკონსულტაციო ბიზნესის მართვა.“

2016 წლის ყველაზე აქტიური ჯეპრელი
ყველაზე აქტიურმა და ქარიზმატულმა ჯეპრელმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას – ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი, ზურა ბალანჩივაძე წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიების მონაწილე გახდა. ჯერ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, “დედამიწის საათს” გაუძღვა, შემდეგ თურქეთში გაემგზავრა, სადაც სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბლოგერად იყო მიწვეული. მონაწილეობდა გარემოს დაცვის მინისტერიალში „გარემო ევროპისთვის“ EFE, რომელიც ბათუმში გაიმართა. იგი არც სომხეთსა და იტალიაში გამართულ COBERM-ის პროექტს Lifes@Screens-ს გამოაკლდა, რომელიც ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებში კომუნიკაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ამ უკანასკნელის შესახებ უფრო ვრცლად, 4P.com.ge-ზე, ზურა ბალანჩივაძის პოსტში წაიკითხავთ.

ჯეპრას სტრატეგიული შეხვედრა
სტრატეგიული შეხვედრის ორი დღე მიმდინარე სიტუაციის ანალიზს და ახალი იდეების გენერირებას მოიცავდა, რის შემდეგაც საქმის კეთებას გაორმაგებული ენერგიითა და ენთუზიაზმით შევუდექით.

მედიატურნირი Airsoft Arena-ში
იდუმალი სანტა და ახალი წელი ჯეპრაში
იდუმალი სანტა და ახალი წელი ჯეპრაში

იდუმალი სანტა და ახალი წელი ჯეპრაში
