კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი

CSR კლუბი ერთი წლისაა

საქართველოში სოციალური პასუხსიმგებლობის მიმართულებით პირველი მასშტაბური ღონისძიება, CSR კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, მასტერკლასები, საინფორმაციო შეხვედრები და აქციები იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც მოიცავს თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ამით საქართველოს კორპორაციული პასუხისგებლობის კლუბმა ერთწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და მუშაობის თვისობრივად ახალ ეტაპსა და ფორმატზე გადავიდა.

შშმ პირების პრობლემები საქართველოში და CSR-ის როლი

CSR კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა – თემაზე „შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე “CSR კლუბის” წევრებთან ერთად, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

თემაზე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, სადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არსებული ქართული პრაქტიკა განიხილეს.

სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში

თემაზე “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში” CSR კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. სპიკერებმა განიხილეს კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობა, როგორც საზოგადოების გაძლიერების პერსპექტივის, ასევე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.

სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში

CSR კვირეულის დასკვნითი შეხვედრა

CSR კვირეული კლუბის საერთო კრებით დასრულდა. კრებაზე სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის გამგეობის ახალი წევრები აირჩიეს.

CSR კლუბის გამგეობის სხდომა განახლებული წევრებით

სამედიცინო კორპორაციამ “ევექსი” CSR კლუბის განახლებული გამგეობის პირველ სხდომას უმასპინძლა. გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე აირჩეს, იმსჯელეს კლუბის სტრატეგიულ მიმართულებებზე, წლის ბოლომდე განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონცეფცია განიხილეს.

კონფერენცია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების თემაზე

თემაზე “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში” საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა და დაფუძნდა გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი, რომელიც 40-მდე ბიზნეს კომპანიას და არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე.

CSR კლუბის სამუშაო შეხვედრები

CSR კლუბის სამუშაო შეხვედრები

ყაზბეგში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა არსებული მდგომარეობა განიხილეს და სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

CSR კლუბის სამუშაო შეხვედრები

მომდევნო შეხვედრები სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკას და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას დაეთმო. შეხვედრებში კლუბის წევრებთან და მაუწყებლების წარმომადგენლებთან ერთად, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, დამტკიცდა კლუბის 2016 წლის სამოქმედო გეგმა, მოხდა მიმდინარე საკითხების განხილვა და ახალი წევრების მიღება.

CSR კლუბის სამუშაო შეხვედრები