THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

ერთან კურტი

„ეფეს საქართველოს“ გენერალური დირექტორი

როგორც აღმოჩნდა, 2020 წელი იყო უპრეცედენტო გამოწვევების პერიოდი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე სხვა სექტორებისთვის. მრავალი ქვეყნის ეკონომიკა, საქართველოს ჩათვლით,  ძალიან დაზარალდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია გვეფიქრა ბევრ საკითხზე, როგორიც არის წარმოების ტემპის შენარჩუნება და გაყიდვები, ასევე უნდა გვეზრუნა  ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, ასევე  ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე სხვადასხვა ბაზარზე და ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა შეგვენარჩუნებინა წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი.

ეს წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ კომპანიებმა უფრო მეტი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოუტანონ თავიანთ მომხმარებლებს მეტი ღირებულება.
— ერთან კურტი

COVID-19-ის პანდემიის მიუხედვად, ჩვენ მოვახერხეთ და განვახორციელეთ თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი. 2020 წელს, მთელი წლის განმავლობაში ჩვენი წარმოება არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, ლუდის მოყვარულებს შევთავაზეთ პროდუქცია, რომელიც ორიენტირებული იყო მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ჩვენ მუდმივად ვუსმენდით ჩვენს მომხმარებლებს, რათა გაგვეგო თუ რას მოითხოვდნენ ისინი ბრენდებისგან.

პრიორიტეტები

ყველა ცვლილება და ტრანსფორმაცია განხორციელდა თითქმის შეუფერხებლად, როდესაც ჩვენ დავადგინეთ სამი ძირითადი მკაფიო პრიორიტეტი: ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა და, რაც მთავარია, ბიზნესის უწყვეტობა პანდემიის პირობებში. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესაბამისად. მარტის დასაწყისში, ის თანამშრომლები, რომელთაც არ სჭირდებოდათ უშუალოდ წარმოების პროცესში მუშაობა, გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

ჩვენ ასევე შევამცირეთ სამუშაო საათები და გადაადგილება საველე ჯგუფებისთვის, ხოლო სტუმრებს ეკრძალებოდათ ქარხანასა და ადმინისტრაციულ ოფისებში შესვლა.  ყოველდღიურად ხდებოდა სამრეწველო აღჭურვილობის, პროდუქტებისა და მანქანების სრული დეზინფექცია, რისთვისაც გამოყოფილ იქნა სპეციალური მობილური ჯგუფები. საველე მუშაკები, მართ შორის დისტრიბუტორები, უზრუნველვყავით  ხელთათმანებით, ნიღბებითა და ხელის დასაბანი და სადეზინფექციო საშუალებებით. გარდა ამისა, ჩვენს ლუდსახარშსა და სხვა სივრცეებში განთავსდა საინფორმაციო პლაკატები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ზომების შესახებ და ჩატარდა სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩვენი თანამშრომლებისთვის.

ამ თანმიმდევრულმა ზომებმა შესაძლო გართულებები შეამცირა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თანამშრომლები უცვლელი რაოდენობით და მათ ხელფასებზე გავლენა არ მოუხდენია კოვიდ-19-ით გამოწვეულ ცვლილებებს.

უფრო მეტიც, დისტანციურად მუშაობის პერიოდში ჩვენ გვქონდა რამდენიმე ინიციატივა ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და მათი მაღალი მოტივაციის შესანარჩუნებლად. მე პირადად ჩავატარე დისტანციური შეხვედრები ყველა მენეჯერთან და ხელმძღვანელთან, რათა ინდივიდუალურად მომესმინა მათთვის და  განგვეხილა ყველა შესაბამისი ბიზნეს-საკითხი უფრო დეტალურად.

გუნდური სულისკვეთების შესანარჩუნებლად და ინფორმაციის გაცვლის გასაუმჯობესებლად, ჩვენ რეგულარულად გვაქვს ონლაინ „ბედნიერი საათები“ და პერსონალის ონლაინ ჩართვები. ვფიქრობ, პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას
— ერთან კურტი

რა ძირითადი გამოწვევები იქნება 2021 წელს და რა იმედებს ამყარებთ ამ ახალი წლისთვის?

პანდემიის პირობებში მუშაობამ გვასწავლა ერთმანეთის უკეთ მოსმენა, მომხმარებლებზე მეტად ორიენტირება და ზოგადად ურთიერთობების დაფასება. ჩემთვის, ისევე, როგორც კომპანიისთვის, მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ უნდა შეგვეძლოს გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევა. ასე რომ, ჩვენ იმავე განწყობით ვაგრძელებთ წარმოებას და სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ ლუდისა და ლიმონათის მოყვარულებს.

როგორ აღწერდით 2020 წელს თქვენთვის, ერთი ფრაზით?

კრიზისული პერიოდი ხშირ შემთხვევაში გვეხმარება აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. 2020 ეს არის წელი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „გამოწვევების შესაძლებლობებად ქცევის წელი’’

ერთი წინადადებით ახსენით რას მოელით 2021 წელს, როგორ განვითარდება მოვლენები?

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ამ გამოწვევას დავამარცხებთ და ნელ-ნელა დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ნანიკო კუპრაშვილი

„IDS ბორჯომი- საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

არა მხოლოდ „ბორჯომი“ და ჩვენი კომპანია, მთლიანად სამყარო დადგა იმ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რასაც გაჩერებული მსოფლიო ჰქვია. ბუნებრივია ამ გარემოებაში, ჩვენი მთავარი მიზანი ბრენდის, თანამშრომლების და მთლიანად კომპანიის  დაცვა გახდა. ვფიქრობ, გამოწვევა არსად წასულა და მარტში დაწყებულ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებთ.

ქვეყანაში დაინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კომპანიაში დავნერგეთ რეგულაციები და დღემდე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებით ვაგრძელებთ მათ განხორციელებას.
— ნანიკო კუპრაშვილი

ერთ-ერთი პირველები გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ვგულისხმობ თბილისის ოფისს.  მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ საწარმოო კომპანია, ვაწარმოებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს, წყალს, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ვირუსთან საბრძოლველად და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში განისაზღვრა რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე ან უბრალოდ იზოლაციაში. არცერთი წუთით არ შეგვიჩერებია წარმოების პროცესი, დისტრიბუცია და ექსპორტი.

COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვყავით ნახევარი მილიონი ლარი, საიდანაც, 300 000 ლარი ფონდში – StopCov გადავრიცხეთ, ხოლო 200 000 ლარი სავადმყოფოების და საკარანტინო ზონების სასმელი წყლით და ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფას მოხმარდა. აღსანიშნავია რომ კოვიდთან ბრძოლაში ჩართული სავადმყოფოების სასმელი წყლით უზრუნველყოფას დღესაც ვაგრძელებთ.

როგორ ფიქრობთ, რა ძალისხმევა იქნება საჭირო არსებული კრიზისის გადასალახად?

ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა კრიზისს უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას და გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ გავჩერდეთ ერთ ადგილზე და განვაგრძოთ წინსვლა. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს, წყალს აწარმოებ. პანდემიამ გვაჩვენა, რომ საჭირო გახდა მომხმარებლისთვის წყლის სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობა მიგვეცა, სწორედ ამიტომ, ონლაინ გაყიდვების ჩვენი პლატფორმა – mywatershop.ge გავააქტიურეთ, საიდანაც პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყოფთ. ალბათ, მთავარიც ეს არის არ დაკარგო კავშირი შენს მომხმარებელთან, მოერგო ახალ რეალობას და აუწყო ფეხი დროს.

რა ძირითადი გამოწვევები იქნება გლობალურად 2021 წელს? და რა იმედებს ამყარებთ 2021 წელზე?

მთავარი გამოწვევა ვაქცინაცია იქნება, შემდეგ უკვე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ შევძლოთ და ნაწილობრივ მაინც დავიბრუნოთ ძველი ცხოვრება.

Rotate the screen