THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

ქეთი კვიჭიძე

კულინარიისა და ღვინის ექსპედიციების დამფუძნებელი

სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის პანდემიამ ტურიზმის სრული კოლაფსი გამოიწვია. ქართული სარესტორნო ბიზნესი ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების გზას ადგას, ამიტომაც კრიზისული სიტუაციის მართვა ფაქტობრივად ახალი გამოწვევა იყო მისთვის. ტურიზმის გაჩერებამ განსაკუთრებით ის რესტორნები დააყენა პრობლემის წინაშე, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებზე იყვნენ მიმართული. „ფაინ დაინინგის“ ტიპის რესტორნები, სადაც დღესასწაულები იმართებოდა, იძულებულები გახდნენ დაეკეტათ ან დროებით შეეჩერებინათ ბიზნესი. მსოფლიოში ბევრი ცნობილი რესტორანიც კი ახალი რეალობის და გამოწვევების წინაშე დადგა.

ბევრი დაიბნა და დანებდა, ბევრმა გადაწყობა და ბრძოლა ვერ შეძლო
— ქეთი კვიჭიძე

ახალი რეალობა

ბევრი კვების ობიექტი რეგულაციების გამო გადავიდა ონლაინ გაყიდვებზე. კრიზისი ქმნის ახალ ბაზარს და ახალ მოთხოვნებს. ბაზარზე გამოჩდნენ ის ახალი მოთამაშეებიც, ვინც, პანდემიის მიუხედავად ალღო აუღო ახალ გამოწვევებს, ძირითადად – სწრაფი კვების და აზიური რესტორნები. მათ საკმაოდ წარმატებულადაც შეძლეს ონლაინ ვაჭრობაზე მორგება. ზოგიერთმა რესტორანმა მენიუს დაკორექტირება და ახალი ბაზრის მოთხოვნებზე გადასვლა ამჯობინა.

სარესტორნო ბიზნესში ჩართული უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ერთ დროს ყველაზე მოთხოვნადი შეფმზარეულის და რესტორატორის პროფესიები დღეს გაურკვეველობაშია, ის არასტაბილურ ბიზნესად იქცა. რესტორნებზე მიბმული იყო უამრავი სადისტრიბუციო კომპანია, ხორცის მწარმოებლები, ალკოჰოლის სადისტრიბუციო კომპანიები, ქართული მცირე მარნები და სხვა. რომელიც ასევე ჯაჭვური რექციით აღმოჩდნენ მძიმე მდგომარეობაში.

ვფიქრობ 2021 წელი უფრო დიდ გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
— ქეთი კვიჭიძე

მომავლის იმედი

საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება. შიდა ტურიზმმა მცირედი, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობა იქონია რეგიონებზე. საერთაშორისო ვიზიტების აღგენა ისევ ფორმაში ჩააყენებს სტაბილურობას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. საერთაშორისო ასპარეზზე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ახლებურად წარმოჩენა, სწორი პიარი, ფესტივალები, გამოფენები, საერთაშორისო ბლოგერების და სპეციალისტების ჩართულობა, მარკეტინგის სწორი წარმართვა სახელმწიფოას და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარდაჭერა

მნიშვენლოვანი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ბანკებთან შუამდგომლობის მხრივ, იაფი სესხები, გადასახადებზე საშეღავათო პერიოდის გაზრდა, ასევე მნიშვენლოვანია დღგ-ს ფაქტორი რესტორნის და სოფლის მეურნეობის პროდუქტის ყიდვის დროს, მისი შემცირება ან გაუქმება ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოთხოვნის გაზრდას სარესტორნო ბიზნესში. ეს ფაქტორი ბევრ ევროპულ ქვეყანაში კარგად მუშაობს.

ხუთი კომპონენტი - გადარჩენისთვის!

მე ვიცნობ უცხოეთში რესტორატორებს, რომლებმაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები გახსნეს, პროფილიც კი შეიცვალეს, რადგან ვერ მოახერხეს ადაპტაცია.

არა მარტო ამ სფეროში, არამედ ყველა სფეროში შეცდომა არის გაჩერება და ლოდინი სხვა როგორ დაგეხმარება. ჩემი აზრით, ამ დროს მოქმედებაა საჭირო, მითუმეტეს ინტერნეტის სამყაროში, როდესაც უამრავი ინფორმაციია გარშემო და ონლაინ გაყიდვები ნელ-ნელა ფეხს იდგამს და წარმატებულადაც. ამ დროს, მთავარია, გადავარჩინოთ ბიზნესი და თანამშრომლები შევინარჩუნოთ. ონლაინ ვაჭრობა, ონლაინ მარკეტინგი, კომბინირებული მენიუების შექმნა, იაფი და ადვილი მენიუების შექმნა და გატანის სერვისზე მორგებული მენიუები. ესაა ის ხუთი კომპონენტი, რომელმაც იმუშავა პანდემიის დროს .

ყველა სფეროში შეცდომა არის გაჩერება და ლოდინი სხვა როგორ დაგეხმარება.
— ქეთი კვიჭიძე

გამოწვევები 2021 წელს

რა ძირითადი გამოწვევბი იქნება 2021 წელს და რა იმედებს ამყარებთ ამ ახალი წლისთვის?

ვფიქრობ, 2021 წელი იქნება უფრო რთული გარკვეული რეგულაციების გამო. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მაისის ბოლოდან სიტუაცია დასტაბილურდება, ვაქცინაციის იმედზე ვართ მთელი მსოფლიო. ჩვენი წლევანდელი წლის ამოცანა უნდა იყოს სექტორის მომზადება, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჰიგიენურ ნორმებს, პროდუქტების ხარისხს,  სერვისის ხარისხს, ამიტომ ვფიქრობ 2021 წელი უფრო დიდ გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

 

როგორ უნდა მოიქცნენ ბაზრის მოთამაშეები 2021 წელს

კაფე რესტორნები წარმომიდგენია მეტად ფოკუსირებული თავიანთ უპირატესობებზე, უფრო მცირე, ხშირად განახლებული მენიუებით, ჰიგიენური ნორმები მეტად დაცული. სტუმრისთვის მნიშვნელოვანი გახდება დაცულობის შეგრძნების აღქმა, კომფორტი.

მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი უფრო მოთხოვნადი გახდება, სადაც მეტადაა სტერილურობის შეგრძნება. მნიშვენლოვანი გახდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ადგილობრივი ფერმის პროდუქტების მოხმარება და სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ამისათვის მზად. ძალიან ბევრ ახალ და ახალგაზრდების მიერ შექმნილ კონცეფციას ველოდები (რამდენიმე ასეთი  გაიხსნა 2020-ში და ვიმოდოვნებ, რომ მომავალშიც შემოგვთავაზებენ საინტერესო კონცეფციებს) ვფიქრობ 500 კაციანი ქორწილების და ქელეხების ერაც წარსულს ჩაბარდება. ქართული გასტრონომიული, სოფლის და ღვინის ტურიზმი ჩვენი ქვეყნის მომავალია და თუ ამ ნიშას დავიჭერთ, იქნება სწორი ბრენდინგი და ეფექტიანი მარკეტინგი, მომავალი ჩვენია.

Rotate the screen