THE 2021 LAVAZZA CALENDAR EXPLORE THE NEW HUMANITY
EXPLORE THE NEW HUMANITY

აკო ახალაია

ACAG-ის დირექტორი

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა გახდა ის, რომ 2020 წელმა გაურკვევლობა შემოიტანა ბაზარზე, შეაჩერა აქტიური ბიზნეს პროცესები შესაბამისად დამკვეთები, რომლებიც ითხოვენ კონტენტს გაჩერდნენ.

იყო პერიოდი როდესაც ყველაფერი გაჩერდა, შემდეგ ნელ-ნელა და გააქტიურდა სერვისებზე მოთხოვნა, მაგრამ სააგენტოები, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს არ სთავაზობენ დამკვეთს მაინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
— აკო ახალაია

ერთიანობა

როგორ ფიქრობთ, რა ძალისხმევა იქნება საჭირო არსებული პრობლემების გადასალახად 

თუ სააგენტოების მხრიდან ძალისხმევაზე ვსაუბრობთ ასეთ დროს აუცილებელია გაერთიანება და სფეროს გაჯანსაღება. გაერთიანებაში კომპანიების გაერთიანებას არ ვგულისხმობ, ასეთ დროს საჭიროა იდეური, ხედვების გაერთიანება და შეთანხმება შექმნილი ჩიხიდან ერთიან გამოსავალის მოძიებაზე.

ახალი ეტაპი

რა ძირითადი გამოწვევები იქნება 2021 წელს  და რა იმედებს ამყარებთ ამ ახალი წლისთვის 

2021 დიდი ალბათობით არ იქნება სუპერაქტიური წელიწადი, თუმცა ის რომ ბაზარზე დიდი ხმაური არ არის დამატებით შესაძლებლობას აჩენს ახალი ბრენდებისთვის რომ ადვილად გამოჩდნენ და დაიმკივდრონ თავიანთი ადგილი. ასევე ეს წელი სააგენტოებს და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ იმისთვის რომ საკუთარი შესაძლებლოებეი, სერვისები განავითარონ.

როგორ აღწერდით 2020 წელს ერთ ფრაზით?

უპროგნოზო

2021 წელს მეცნიერება და მედიცინა გაიმარჯვებს!
— აკო ახალაია
Rotate the screen