ჯეპრას მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს პიტერ დრაკერის “დრაკერის რჩეული”

ჯეპრას მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს პიტერ დრაკერის “დრაკერის რჩეული”

პირველად საქართველოს ისტორიაში ქართულ ენაზე გამოიცა მენეჯმენტის გურუს, მენეჯმენტის პროფესიის შემქმნელის პიტერ დრაკერის “დრაკერის რჩეული”. წიგნი პიტერ დრაკერის 60 წლიანი შემოქმედების საუკეთესო ნაშრომების რჩეული თავებისგან შედგება და ის, როგორც დრაკერის ყველა სხვა წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

მეტი დეტალისთვის გადადით ჯეპრას ბიბლიოთეკის ვებგვერდზე books.com.ge

ჯეპრას მხარდაჭერით ალექსანდერ ოსტერვალდერის ღირებული შეთავაზების ფორმირება გამოიცა

ჯეპრას მხარდაჭერით ალექსანდერ ოსტერვალდერის ღირებული შეთავაზების ფორმირება გამოიცა

წიგნი „ღირებული შეთავაზების ფორმირება“ დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ ღირებული შეთავაზების შექმნის ნიმუშები, შეაფასოთ თქვენი გუნდი, თავიდან აიცილოთ დროის დაკარგვა ისეთ იდეებზე, რომლებიც შედეგს არ მოიტანს უკეთ გაუგოთ მომხმარებლებს და იყოთ წარმატებული.

ეს არის პრაქტიკული წიგნი, სავსე მეთოდიკებით, მაგალითებით, სქემებითა და რჩევებით. ღირებული შეთავაზების ტილო ბიზნესმოდელის ტილოს მნიშვნელოვანი კომპანიონია. ეს არის მეთოდი, რომელსაც გლობალურად იყენებენ, როგორც სტარტაპები, ასევე დიდი კორპორაციები, როგორებიცაა მასტერქარდი, 3M, კოკა-კოლა, ფუჯითსუ, ლეგო, ქოლგეით-პალმოლივი და სხვა.

ჯეპრას მხარდაჭერით ჰარვარდის კიდევ 3 წიგნი გამოიცა ქართულ ენაზე!

ჯეპრას მხარდაჭერით ჰარვარდის კიდევ 3 წიგნი გამოიცა ქართულ ენაზე!

Harvard Business Review-ის ბიბლიოთეკა 3 წიგნით შეივსო: “HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში”, HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის და HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას.

პროექტის წარმდგენია თიბისი ბანკი.

როგორ ვეთანამშრომლოთ ბიზნესს?

ახა მაღრაძის რჩევები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვიდეო მომზადდა EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID – US Agency for International Development-ის დაფინანსებით.

ონლაინ ლექციები და ვორქშოფები პიართონში მონაწილეობის მსურველებისთვის

ონლაინ ლექციები და ვორქშოფები პიართონში მონაწილეობის მსურველებისთვის

პირველი პიართონი საქართველოში

პირველი პიართონი საქართველოში

საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით საქართველოში, პირველი პიართონი გაიმართა.

პიართონის მიზანი  საკომუნიკაციო კამპანიის სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით შექმნა იყო. პიართონის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარ თავი გამოსცადეს სტრატეგიული კომუნიკაციების ყველაზე პოპულარული მიმართულებით.

პიართონი – დღე I

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სოციალური მედია კამპანია.

პიართონის ჟიურის წევრები

პიართონის ჟიურის წევრები

საქართველოს პირველი პიართონის ჟიურის წევრები იყვნენ: არდის უფროსი მარკეტინგის მენეჯერი, ეკატერინე ხიდაშელი, Wishlist-ის დამფუძნებელი, სალომე ქუთათელაძე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი და ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე.

სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები