ჰემოფილიის მსოფლიო დღე – კონფერენცია

17 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ექიმებმა, ექსპერტებმა და პაციენტებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეაჯამეს ჰემოფილიის მართვაში არსებული სირთულეები, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა და მისი ეფექტურობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *