ქართული შრიფტი „უკრაინა“ ჯეპრამ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს მიუძღვნა. შრიფტი უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის – „უსტავზე“ (ხელნაწერების შედევრებია „ოსტრომიროვოს სახარება“, „არხანგელის სახარება“, და ა.შ.) დაყრდნობით შეიქმნა.
თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა, რომელთან თანამშრომლობითაც, უკვე მეოთხე წელია სააგენტო ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებსა და ქართული დამწერლობის ძეგლებს აციფრულებს და ქართულ შრიფტებს ქმნის.
ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში. შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts და https://calligraphy.ge/fonts.