კამპანია “გაუწოდე დახმარების ხელი”

“გაუწოდე დახმარების ხელი” – მაკდონალდს საქართველომ ჯეპრას გუნდის ჩართულობით  Mc Happy Day-ის საქველმოქმედო ტრადიციული კამპანია ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  1 ივნისს დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანი, წინა წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა წარმაოდგენდა.

კამპანიის  ფარგლებში მაკდონალდს საქართველო  თბილისის აუტიზმის ცენტრის „პირამიდას“ ბენეფიციარებს დაეხმარა. ჯეპრას ორგანიზებით ცენტრის ბენეფიციარებს მაკდონალდს საქართველომ საყვარელი ჰეფი მილითა და ფერადი ბუშტებით უმასპინაძლა. პროექტის დასასრულს, ოქტომბერში, რომელიც  გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობას მოიცავდა, მოზარდებს გრანდიუზული მიღება გაუმართეს.

ღონისძიებებს სტუმრობდნენ მედიის წარმომადგენლები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები. შედეგად მაკდონალდს საქართველოს  Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.