თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ ორი რესტორანი შეემატა

თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ ორი რესტორანი შეემატა, რომელიც გოთუას ქუჩის #7-ში და ვაჟა ფშაველას გამზირის #71 შია განთავსებული.

გოთუას ქუჩის ახალი რესტორანი ეკომეგობრულია – აღჭურვილია მზის პანელებით, ელექტრო ავტომობილების დამტენებითა და ცოცხალი მწვანე კედლით. რესტორნები ოფიციალურად 1 ოქტომბერს, ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში, საზეიმოდ გაიხსნა.

გოთუას რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, ამერიკის საელჩო, მაკდონალდსის თანამშრომლები, ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზება და მედია მხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.