RDA- ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის საინფორმაციო კამპანია

საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის შესახებ საინფორმაციო კამპანია.

კამპანიის ფარგლებში გამოყენებული იყო მრავალი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი, მათ შორის პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან და ციფრული კომუნიკაციის სხვადასხვა არხი.

კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ენერგოეფექტური ღუმელების უპირატესობებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კახეთსა და გურიაში

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კახეთსა (თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა, თიანეთი, ყვარელი) და გურიაში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) შეხვედრებზე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წარედგინათ პროგრამის შესახებ ინფორმაცია, ენერგოეფექტური ღუმელების უპირატესობები და პროგრამით სარგებლობის პირობები.
ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსთან ერთად, ხოლო პროგრამის საინფორმაციო მხარდაჭერას ჯეპრა უზრუნველყოფს.