კიბოს მსოფლიო დღე
6 თებერვალს, თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა – უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.
ასევე გაიმართა მსჯელობა არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე, რათა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს სრულფასოვანი მკურნალობა.