13 აპრილს ჰემოფილიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს ჰემოფილიის და დონორობის ასოციაციის ეგიდითა და ორგანიზებით მოეწყო.
ღონისძიების მიზანია ჰემოფილიის მსოფლიო დღის აღნიშვნა, მადლიერების გამოხატვა ჰემოფილიის მქონე ადამიანების მკურნალობის დაფინანსებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეფასდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: განვლილი საქმიანობა და მიღებული შედეგები, დღეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმების დასახვა.
ჰემოფილიის მსოფლიო დღის საინფორმაციო კამპანიას ჯეპრას გუნდი უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ჯეპრამ უზრუნველყო ღონისძიების ორგანიზება და მართვა და მედია და სოცმედია მხარდაჭერა.