2024 წელს ჯეპრას გუნდმა იმუშავა საერთაშორისო გადამზიდი კომპანია Greenway Logistics-ის რებრენდინგზე და კომპანიის ციფრული არხების განახლებაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სრულიად ახალი ვებ-გვერდი, რომელიც მაქსიმალურად ასახავს Greenway Logistics-ის სერვისებსა და ღირებულებებს. ამასთან, შემუშავდა სოციალური მედიის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნა კომპანიის განახლებულ ბრენდბუქს.
პროექტის მიზანი იყო Greenway Logistics-ისთვის ისეთი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ უკეთ წარმოაჩენს კომპანიას, არამედ გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
პროექტის დონორი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).