ჯეპრას გუნდის ჩართულობით, “გუდვილმა” მომხმარებელს მაღალხარისხიანი პროდუქცია წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა საკომუნიკაციო კამპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გუდვილის წარმოების პროდუქტების წარმოჩენა იყო.
კამპანიის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, მიხეილ ავსაჯანიშვილის ჩართულობით, საზოგადოებას გავაცანით გუდვილის ლაბორატორიულად შემოწმებული, უმაღლესი ხარისხის ნედლი ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული.
გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო ბრენდებზე, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ გუდვილშია წარმოდგენილი. ჯეპრას მხარდაჭერით, მედიისა და საზოგადოების ჩართულობით, გუდვილის მომხმარებლებმა უკეთ გაიცნეს როგორც გუდვილის პროდუქცია, ისე – მაღალი ხარისხის იმპორტირებული ბრენდები.