„ეფეს საქართველო“-ს ახალი კრაფტ ლუდის „ტაატი NEIPA“ პრეზენტაცია

NEIPA გამოირჩევა არომატულობითა და ზომიერი სიმწარით. „ტაატი NEIPA” მზადდება შეზღუდული რაოდენობით, სპეციალურ დანადგარებში. ლუდი ხელმისაწვდომია 0.5 შუშის ბოთლში და გაიყიდება ქსელურ ობიექტებში ტაატი არის ბრენდი, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, კერძოდ თეატრს, ფერწერას და ჯაზს.

საღამოს დაუვიწყარი ატმოსფერო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებულმა ჯაზის ჰანგებმა შექმნა. ღონისძიების მედია მხარდაჭერა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.