სააგენტოს თანამშრომლებს ჩვენმა კონსულტანტებმა კომუნიკაციის გრძელვადიანი გეგმის კონკრეტული აქტივობები წარუდგინეს.
აგრეთვე, სააგენტოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით, განსახორციელებელი მედია-კამპანიების დაგეგმვა. გარდა ამისა, ჩავატარეთ ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციისა და კრიზისების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ.
USAID Georgia HICD Activity პროგრამის ფარგლებში სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია უკვე შემუშავდა. 2 წლიანი სამოქმედო გეგმა სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კონკრეტული ქმედებების ერთობლიობას მოიცავს და სააგენტოს მედიასთან და სამიზნე აუდოტორიებთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.