2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჯეპრას გუნდმა ორი B2B ფორუმის ორგანიზება უზრუნველყო.
27 ნოემბერს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ტრაბზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის სავაჭრო მისია. B2B ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის 10-მა წამყვანმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ.
ხოლო 4 დეკემბერს სასტუმრომ „პულმან თბილისი“-უმასპინძლა თურქეთის ფოლადის ექსპორტიორთა ასოციაციის საერთაშორისო სავაჭრო მისიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თურქეთის 28 წამყვანმა სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ.
ორივე სავაჭრო მისიაში მონაწილეობით ადგილობრივი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები თურქეთის წამყვან მწარმოებლებთან, მათ ასევე გამართეს პირისპირ მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან, გაეცვნენ უახლეს პროდუქციას და ინოვაციურ გადაწყვეტებს.
ასეთი მასშტაბური B2B ფორუმები წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას როგორც ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გვიხარია, რომ ჯეპრას გუნდმა შეძლო წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში.