დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანია — „მივცეთ ძალა“

2024 წელს წამოვიწყეთ იშვიათი გენეტიკური დაავადების, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის საინფორმაციო კამპანია — „მივცეთ ძალა“, რომელიც დაავადებული პაციენტების პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებასა და მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად, რათა ერთობლივად მივაწოდოთ ხმა ჯანდაცვის სერვისებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს, პაციენტებისთვის ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებისთვის. კამპანია გულისხმობს თემის აქტუალობის გაზრდას საინფორმაციო სივრცეში, მათ შორის, მედიასთან მჭიდრო ურთიერთობის განვითარებასა და სოცმედია კომუნიკაციას.

აგრეთვე, პირისპირ შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან, როგორც პაციენტების მშობლებთან, ისე ჯანდაცვის პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.