„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს

“პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი უნიკალური ფორმულა კოფეინსა და ტაურინთან ერთად შეიცავს მრავალ ვიტამინს (B2, B5, B6 B12). „ეფეს საქართველოს“ მიზანია „პიკი“ გახდეს ბაზრის ლიდერი ბრენდი საქართველოში და დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში ახლო მომავალში.

„პიკის“ წარდგენა გუდაურში გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ახალი სასმელი.