გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს.
მსოფლიოში გარემოს დაბინძურება სულ უფრო მზარდი პრობლემაა. მაკდონალდსი კი განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ” და გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს გვთავაზობს.
მაკდონალდსის მწვანე ინიციატივები მრავალ ასპექტს მოიცავს. კომპანია ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს მას ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად ამოღებულია პლასტმასის თავსახური რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმლიდან. პლასტმასის საწრუპებს კი, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში სთავაზობენ მომხმარებელს.