ჰიპერტენზიის უფასო მასშტაბური სკრინინგი

თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” მე-4 და მე-5 პავილიონში, ჰიპერტენზიის უფასო მასშტაბური გასინჯვები გაიმართა.ერთ სივრცეში 22 წამყვანი კლინიკა იყო წარმოდგენილი.

2000 პაციენტმა მიიღო უფასო კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური კონსულტაციები და საბაზისო კვლევები ჩაიტარა.

ორდღიანი გასინჯვები საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ფრანგული კომპანია “სერვიეს” მხარდაჭერით, ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის “გაიზომე წნევა”, ამას შენთვის გეუბნები” ფარგლებში ჩატარდა.