29 თებერვალს იშვიათი დაავადების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით ეწყობა. ამ დღეს ფონდი უკვე მეთხუთმეტედ შეუერთდა.
ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების სპიკერებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს მიღწეულ შედეგებზე.
ღონისძიებაზე განიხილეს და იმსჯელეს 2024-2030 წწ. საქართველოს იშვიათი დაავადებების ეროვნული სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე. საინფორმაციო კამპანიის, მათ შორის, ღონისძიების ორგანიზება ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.