კომპანია „პეპსიკომ“ მისი ერთ-ერთი ბრენდის, სოფლის ნობათის ეკო-მეგობრულ საწარმოში მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები მიიწვია და წარმოება დაათვალიერებინა.
სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიას დანერგილი აქვს არაერთი ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა განახლებადი ენერგიის გამოყენება, წყლის დაზოგვა, მზის პანელების გამოყენება, კონდენსატის ხელახალი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის გაცნობის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს „ეკოხედვის“ გარემოს დაცვის ექსპერტის, გია სოფაძის მოკლე ლექცია გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.