„პეპსის“ განახლებული ვიზუალური იდენტობის კომუნიკაცია

პირველად, 14 წლის შემდეგ, გლობალური ბრენდი Pepsi მომხმარებლის წინაშე განახლებული ვიზუალური იდენტობით წარსდგა. შეიცვალა ბრენდის ლოგოტიპი, ფერთა პალიტრა, დიზაინ ელემენტები და შეფუთვა, თუმცა ბრენდის ხასიათი უცვლელი დარჩა – ის კვლავ ენერგიული, თამამი და ინოვაციურია. ჩვენი მიზანი იყო, ეს ცვლილებები და ბრენდის განახლებული გზავნილი — „შეცვლილი სტილის გამორჩეული გემო“ აუდიტორიამდე ცოცხალი და ბუნებრივი გზით მიგვეტანა.