თბილისში, აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭოს (USAPEEC) და „ჯეპრას“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება თემაზე – „ფრინველის ნედლი და მზა პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“.
ღონისძიების პირველ დღეს სემინარს სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან მოწვეული ექსპერტი, Amit Morey, უძღვებოდა. ღონისძიების მეორე დღეს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ მოწვეულ პროფესორს და მიეღოთ რეკომენდაციები საკუთარ წარმოებაში სურსათის უვნებლობის რისკების შესამცირებლად.