საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის, ჰიპერტენზიის საზოგადოების და ფრანგული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს “ბრძოლა მომავლისთვის 50/27

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს გაცხადებულ ნებას, რომ ხელმომწერი საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ერთიანდებიან ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც უამრავი სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია! ღონისძიებას მედიადაფარვა ჯეპრას გუნდმა უზრუნველყო.