სქრინფლეის სცენარისტთა სკოლაში 2024 წლის შემოდგომაზე კურსის მე-3 ნაკადი მივიღეთ. სტუდენტები 3 თვის მანძილზე სცენარის წერის ტექნიკას და უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ და მიიღეს სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
სქრინფლეი – სცენარისტთა პირველი სკოლაა საქართველოში, რომლის დამფუძნებლები ჯეპრასთან ერთად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და სცენარისტი და რეჟისორი გოჩა კორხელაური არიან.
კურსი საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით – გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები.