სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფოტო-პროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექზე ფოტო ხელოვანმა, გოგა ჩანადირმა იმუშავა და შეეცადა, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების შეგრძნებები გადმოეცა.
ღონისძიებას გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წევრები და წამყვანი ნევროლოგები დაესწრნენ.
ღონისძიება პაციენტთა კავშირისა და ჯეპრას ორგანიზებით მოეწყო.