1 მარტს თბილისის ილუზიების მუზეუმი გაიხსნა.
ილუზიების მუზეუმი ადგილია, სადაც ყველანაირი: ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზია ერთადაა წარმოდგენილი. მუზეუმი აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეეძლებათ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია.
ჯეპრამ ილუზიების მუზეუმის გახსნისთვის მედია ტური უზრუნველყო.