ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში “სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში”, ნუცა სუბელიანმა ტრენინგი ჩაატარა თემაზე: “პიარი და მედიასთან ურთიერთობა.”
შეხვედრა გაიმართა დედოფლისწყაროში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა ბორჯომიდან, ლაგოდეხიდან და დედოფლისწყაროდან.