30 მაისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინიში" გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება კამპანია "ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება.
პრესკონფერენციაზე დაანონსდა კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქტივობის #ერთადერთმანეთისთვის შესახებ. აქტივობა მოწოდების ხასიათის მატარებელია, რათა საზოგადოების ჩართულობით მოხდეს დაავადების შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება და ამით გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისთვის მხარდაჭრის გამოცხადება.