CSR კლუბის საერთო კრება
26 სექტემბერს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ საერთო კრება გაიმართა, რითიც გაიხსნა რიგით მესამე CSR კვირეული – მასშტაბური ღონისძიება კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საქართველოში.
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია
CSR კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა – სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ.
შშმ პირების გაძლიერება ბიზნეს სექტორში
CSR კვირეულის ფარგლებში, 2 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა თემაზე: შშმ პირების გაძლიერება ბიზნეს სექტორში.
შეხვედრაზე მოხდა შშმ პირების გაძლიერების პრინციპების პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ბიზნესის მიერ, შშმ პირების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში.
მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრაქტიკა ნარჩენების მართვაში
CSR კვირეულის ფარგლებში, 4 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა თემაზე
,,მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრაქტიკა ნარჩენების მართვაში”.
ბიზნესის წარმომადგენლები თბილისში მდებარე ახალი ტექნოლოგიების ცენტრს ეწვივნენ და ენერგოეფექტური შენობის შექმნის ისტორიას და მნიშვნელობას გაეცნენ.
ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად
CSR კვირეულის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა – „ ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ მდგრადი განვითარების გლობალურ დღის წესრიგს 2030 და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის როლისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც მდგრადი განვითარების მიზნები ქმნის ბიზნესისთვის.
კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, 1-5 ოქტომბერს CSR კვირეული გაიმართა
კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, 1-5 ოქტომბერს გაიმართა CSR კვირეული მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.
CSR კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შემდეგ თემებზე:
1. შშმ პირების გაძლიერების პრინციპების პრაქტიკა
2. მწარმოებლის გაფართოებული პასუხიმგებლობის პრაქტიკა ნარჩენების მართვაში
3.ბიზნესის მობილიზაცია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად
4. დისკუსია სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასთან დაკავშირებით
5. სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან