„პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის"-ასე ჰქვია შეხვედრების სერიას, რომელსაც სიდა საქართველოს რეგიონებში მართავს. შეხვედრები საინფორმაციო ხასიათისაა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით ტარდება.
ჯეპრას კორპორაციული პასუხისმგებლობის, მენეჯერმა თაკო ვარამაშვილმა ისაუბრა ბიზნესის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის, ასევე მონაწილეებს გააცნო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითები.