27 ივნისს, სასტუმრო იოტაში ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს ორგანიზებით, ჩატარდა ვორკშოპი "როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი".
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი და ტრენერი, გიორგი ყანჩაველი.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესმოდელის ტილო და მისი გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესსამყაროში.