კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე 2500 ნერგი დაირგო. აქციის მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს.

პროექტში „ბორჯომი“ უკვე მერვე წელია ჩართულია. დღემდე კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 8700 ნერგია დარგული. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში.

იხილეთ ღონისძიების საიტი

ნამუშევრები

  • სატესტო ნამუშევარი

     

  • სატესტო ნამუშევარი (2)

     

  • სატესტო ნამუშევარი (3)

     

ამბები

სიახლე
ბლოგი
ღონისძიებები
  • საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”
  • საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia”

     

    2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” გაიმართა.
     
    კონგრესის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებოდნენ. ღონისძიებას 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონგრესზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.
     
     
    კონგრესის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებიმა, შეფებმა და სომელიებმა იმოგზაურეს კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, ქართული ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.
     
    კულინარიული კონგრესი საქართველოს გასტრონომიის განვითარებისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედს ვიტოვებთ მას რეგულარული სახე მიეცემა და ყოველწლიურად ვიხილავთ საინტერესო გასტრონომიულ ღონისძიებებს.
     
    ღონისძიების გვერდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
  • "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია
  • "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანია

     

    ჯეპრა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის" საინფორმაციო კამპანიას.
     
    პროგრამის მიზანია  მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის)  ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით.
     
     

  • შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია
  • შიდსისა და აივ ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია

     

    13 თებერვალს მთელს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
     
    ამ დღესთან დაკავშირებით AHF საქართველოს და ჯეპრას ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“, რითაც კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
     
    შეხვედრა მედიის, კრეატიული სააგენტოების და მხარდამჭერების ჩართულობით შედგა, სადაც შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კონდომის გამოყენების მნიშვნელობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია გაუზიარეს.
     
    ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება ჩაეტარებინა: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცათ.
     

კორპორაციული პასუხისმგებლობა