22 მაისს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მენეჯმენტთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს ასოციაციის საჭიროებათა კვლევის ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
პროექტი ხორციელდება ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში.
ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა დაფინანსებულია USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.