საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“.
აღნიშნულ ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის.
კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა. პრეზენტაციას პალატასთან არსებული „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრები, ასევე, ბიზნეს-სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იხილეთ სიუჟეტი