გუნდი



კახა მაღრაძე ჯეპრაში 2004 წლის ივნისიდან კონსულტანტად და პროექტების მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან - უფროს კონსულტანტად და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. მისი გამოცდილება კომპანიაში მოსვლამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში - ტრენერ-კონსულტანტად, სადისტრიბუციო კომპანიებში - სავაჭრო აგენტად და ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობას მოიცავდა. მას მცირე ჟურნალისტური გამოცდილბაც ჰქონდა.

კლიენტებთან უშუალო მუშაობისა და მათი პიარ პროექტების მართვის გარდა, კახა მაღრაძემ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ივენთ მენეჯმენტში, სოციალური პროგრამების მენეჯმენტში, ბრენდინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიულ დაგეგმარებაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს იუსტიციის , ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების პროექტები, ასევე ნატახტარის, უნიქარდის, თიბისი ბანკის, ბორჯომისა და 30–ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. იგი ხელმძღვანელობდა, ასევე, "ორგანოთა დონაციის მე-12 ევროპული დღის" ორგანიზებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის პროექტს.

2005 წლიდან კახა მაღრაძემ ჩაატარა 40-მდე ტრენინგი და სემინარი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებსა და პიარის სტრატეგიულ დაგეგმარებაში საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

იგი 2007 წლიდან ივენთ მენეჯმენტის კურსის, ხოლო 2009 წლიდან პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარ სკოლაში.

კახა მაღრაძე არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორი.
 



 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge