გუნდი



2002 წლიდან ჯეპრას მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.
 
წლების განმავლობაში სოსო გალუმაშვილი ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.
 
მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას. მათ შორის: სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახების საიდენტიფიკაციო ბაზის შექმნის საკომუნიკაციო კამპანია, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგია, ქათმისა და ღორის გრიპის პრევენციის კამპანიები, სოციალური რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა, კოლხეთის ეროვნული პარკის საპრომოუშენო კამპანია, ედრესის ბრენდინგი და კარიერების ბიომრავალფეროვნების ხელშემწყობი პროექტი.
 
1999-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.
 
2007 წლიდან არის თბილისის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.


 
 
 
 

© GEPRA, 2000-2016 | საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" | ალექსიძის ქ. 3, თბილისი, 0193 | ტელ: +995 32 2470042 | ელ-ფოსტა:  info@gepra.ge